მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება გუშინ დაიწყო. პირველად უნარების გამოცდის ქულები აიტვირთა. აღსანიშნავია, რომ წელს უნარებში უმაღლესი შეფასება - 80 ქულა არ დაფიქსირებულა. 79 ქულა კი ორმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლე ნუცა ცირეკიძე. Etaloni.ge ამავე სკოლის დირექტორს, სოფიო ქუთათელაძეს და თავად ნუცა ცირეკიძეს დაუკავშირდა.
სოფიო ქუთათელაძის თქმით, ნუცა საუკეთესო მოსწავლე იყო და მისგან ასეთ წარმატებას ელოდნენ.
„ნუცა მართლაც გამორჩეული ბავშვი იყო მთელს სკოლაში. ის საუკეთესო მოსწავლე გახლდათ. სხვადასხვა ოლიმპიადისა თუ კონკურსის არაერთგზის გამარჯვებული იყო. მისთვის ეს ბარიერს არ წარმოადგენდა. ჩვენ ველოდით ნუცასგან ასეთ წარმატებას, ის ყველა საგანში ერთნაირად წარმატებული იყო 1-ლი კლასიდან მე-12 კლასამდე“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
როგორც თავად ნუცამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ზოგად უნარებში მაღალი ქულის იმედი ჰქონდა.
„ერთი წელი ვემზადებოდი რეპეტიტორთან, მაღალი ქულის იმედი ნამდვილად მქონდა უნარებში, თუმცა, ამდენს მაინც არ ველოდი. დღეს ასევე, ქართულის ქულები დაიდო, სადაც 70-დან 60 ქულა ავიღე. სიმართლე გითხრათ, უფრო მეტს ველოდი ამ საგანში, რომ დაიდება მასალები გადავხედავ და შევამოწმებ რაში დამაკლდა ქულა. ბიო-ქიმიაზე ვაბარებ და მოლოდინი მაქვს, რომ სხვა საგნებშიც მაღალი ქულები მექნება“,- გვითხრა ნუცა ცირეკიძემ.
ასევე იხილეთ: 2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა
რამდენმა აბიტურიენტმა მიიღო 2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდაზე ყველაზე მაღალი ქულა? - სტატისტიკური მონაცემები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.