მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში პროექტში ჩართული სკოლების მხარდამჭერი ჯგუფების წევრების მომზადება დაიწყო.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მხარდამჭერი ჯგუფების მთავარი ამოცანაა, სკოლებს სასკოლო კლიმატისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარონ.
„ჯგუფები 4 წევრისაგან შედგება: კურიკულუმის განვითარებისა და დაგეგმვის ექსპერტი, ასისტენტი, ტექნოლოგიების ექსპერტი და საგანმანათლებლო ლიდერობის ექსპერტი. ისინი I-IV კლასების პედაგოგებთან სკოლის ბაზაზე ქოუჩინგის პრინციპით იმუშავებენ შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა, სკოლის მართვის ეფექტიანი მიდგომების განვითარება და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში“,-აცხადებენ უწყებაში.
ტრენინგებს უძღვებიან განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერები.
ასევე იხილეთ: „ახალი სკოლის მოდელი“ არის რეფორმა, სადაც პედაგოგებს არ ჰყავთ „ჭკუის დამრიგებელი“ ზემოდან“ - ბერიკა შუკაკიძე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით