სიახლეები
სკოლები

დილისკის N1 სკოლა CENN–ის მიერ ინიცირებულ პროექტებში მესამე წელია აქტიურად არის ჩართული
02-05-2017
-
+


დილისკის N1 სკოლა CENN–ის მიერ ინიცირებულ პროექტებში მესამე  წელია აქტიურად  არის ჩართული.

ტრენერ-მასწავლებელმა იამზე მსხვილიძემ და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ამჯერად  მონაწილეობა მიიღეს ახალ პროექტში - ''ეს ჩემი ტყეა''.

პროექტი ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობდა.

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში მოამზადეს სტატიები გარემოსდაცვით თემაზე, მათ კონკურსისთვის გადაიღეს გარემოსდაცვითი პრობლემის ამსახველი ფოტოები;

დააფიქსირეს გარემოს დაბინძურების ფაქტი, ხე–ტყის უკანონო ჭრა, ტყის დეგრადირებული მონაკვეთი.

სკოლის მიმდებარე ტერიტორიასა და სოფლიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ტყეში  მოაწყვეს დასუფთავების აქცია, რომელიც  დააფინანსა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN), მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ამ ტყის შესახებ სოფლის უხუცესებისგან, გააფორმეს კედლის გაზეთი, მოამზადეს და თანატოლებს  წარუდგინეს საინტერესო  პრეზენტაციები: ,,ჯავახეთის  დაცული ტერიტორიები“, ,,ნარჩენებისლპობის  შედეგად წარმოქმნილი მავნე  ნივთიერებები“, ,,ნაგავსაყრელები“, ,,ეკოლოგიური პრობლემები საქართველოში“, ,,სოფელი დილისკა“ და ა.შ

პროექტის ფარგლებში საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს გამოკითხვა სოფელში არსებული ბუნებრივი ნარჩენების, ნაგავსაყრელებისა და გამოყენებული საწვავი მასალის  შესახებ, შექმნეს ბუკლეტები, დაარიგეს მოსახლეობაში.

მოსწავლეები შეეცადნენ გაევლოთ ნიკო კეცხოველის ერთ-ერთ წიგნში აღწერილი მარშრუტი. აღწერეს სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში გაშენებული ტყის ისტორია.

ინიციატივა განხორციელდა CENN–ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. ნიკო კეცხოველის პრემიის თანაორგანიზატორები იყვნენ: გარემოს დაცვისა და განათლების სამინისტროები.

სკოლის  მასწავლებელს იამზე მსხვილიძეს გადაეცა სერტიფიკატი ნიკო კეცხოველის პრემიის  ფარგლებში შეტანილი წვლილისათვის და ასევე  ნიკო კეცხოველის პრემიის მონაწილე   დილისკის N1 სკოლას სამახსოვრო სერტიფიკატი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

ბაღებში აღრიცხვის ელექტრონული სისტემის დამონტაჟება სექტემბრიდან დაიწყება

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები

ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში კვირეული მიეძღვნა
 
საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება