მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ხათუნა ხმალაძის ინიციატივით, განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ ახალციხის ციხეზე საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული პირები შეიკრიბნენ.
ღონისძიების ფარგლებში გამომსვლელებმა 2018-2019 სასწავლო წელი შეაჯამეს, ერთმანეთს საკუთარი წარმატების ისტორიები გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის გზები დასახეს.
ქალაქ ახალციხის და ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს საზეიმო ვითარებაში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“-ს ფარგლებში სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული „ლიდერობის აკადემია 2“-ს წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განათლების სფეროში თანამშრომლობისათვის და აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობის სიგელი ა(ა)იპ „ახალციხის ციხე“-ს დირექტორს, დავით ტაბატაძეს და ღონისძიებაზე მიწვეულ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც გადასცა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციის, ახალციხის მუნიციპალიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროფესიული კოლეჯი „ოპიზარი“-ს, თავისუფალი პროფკავშირისა და ქალაქ ახალციხის საჯარო სკოლებთან არსებული ქორეოგრაფიული და მუსიკალური სტუდიების წარმომადგენლები.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“