სიახლეები
სამასწავლებლო

როგორ აფასებენ სკოლის დირექტორები მათი აბიტურიენტების საგამოცდო შედეგებს
02-08-2019
-
+


აბიტურიენტებს, ვინც წელს გამოცდებს აბარებდა უკვე შეუძლიათ სამი ძირითადი საგნის ქულა გაიგონ, ესენი გახლავთ: ზოგადი უნარები, ქართული ენა, უცხო ენა. 

ჯერჯერობით უცნობია პროცენტულად რამდენმა აბიტურიენტმა ვერ შეძლო ყველა საგანში ერთად, მინიმალური ზღვარის გადალახვა, როგორც ცნობილია, სხვა საგნის შედეგები და აღნიშნული პროცენტული რაოდენობა მომდევნო კვირას იქნება ცნობილი. 

მანამდე კი,  etaloni.ge გაგაცნობთ სხვადასხვა სკოლის დირექტორის შეფასებას, მათი სკოლის აბიტურიენტების შედეგებთან დაკავშირებით. 

მარინა მაჭარაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთელის საჯარო სკოლის დირექტორი: 

„ყველა აბიტურიენტმა, ვინც წელს ჩვენი სკოლიდან აბარებდა ამ დრომდე გამოქვეყნებულ სამ საგანში ზღვარი საკმაოდ კარგი შედეგებით გადალახა“.

ინესა მანელოვა ქალაქ დმანისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი: 

„ჩემი 4 მოსწავლე 4+1 პროგრამაში მონაწილეობდა, მათგან ორმა ზღვარი წარმატებით გადალახა“. 

ეთერი პაპავა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდარის საჯარო სკოლის დირექტორი:

„მე-12 კლასში სულ ხუთი მოსწავლე გვყავდა, მათგან ზღვარი ყველამ გადალახა, როგორც ვიცი ქულებიც საკმაოდ მაღალი ჰქონდათ“.

ნინო მერაბიშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ძალიან კმაყოფილი ვარ წელს ჩემი მოსწავლეებით, ერთმა მათგანმა ინგლისურში 80 ქულიდან 77 მიიღო, სულ 13 მოსწავლე აბარებდა და სამი საგნის შედეგით ყველამ გადალახა ზღვარი“.

ნინო ლომაშვილი წალკის მუნიციპალიტეტის რეხის საჯარო სკოლის დირექტორი:

„წელს ჩემი სკოლიდან სულ 4 მოსწავლე გავიდა ეროვნულ გამოცდებზე, აქედან ამ დროის მონაცემებით სამმა მათგანმა გადალახა ზღვარი, შედეგით არც თუ ისე უკმაყოფილო ვარ“.

მეგი ქათამაძე ტყიბულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი: 

„ამ წელს ეროვნულ გამოცდებზე ჩემი სკოლიდან 9 მოსწავლე გადიოდა, შედეგებით კმაყოფილი ვარ, რადგან ყველა მათგანმა გადალახა ზღვარი კარგი მაჩვენებლებით“.

ალექსანდრე გიორგობიანი ცაგერის მუნიციპალიტეტის ლაილაშის საჯარო სკოლის დირექტორი: 

„სამწუხაროდ მხოლოდ ერთი აბიტურიენტი მყავდა, მან ამ ეტაპზე გამოცხადებული საგნის შედეგებიდან ყველგან გადალახა ზღვარი, უნდა აღვნიშნო რომ ის ძალიან კარგი მოსწავლე იყო, სხვა საგნებშიც დარწმუნებული ვარ კარგი შედეგი ექნება“.

იმედა მუკუტაძე შუახევის მუნიციპალიტეტის ლომანაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ძალიან მოხარული ვარ, რადგან ჩემის სკოლიდან გასულმა აბიტურიენტებმა ყველა საგანში წარმატებით გადალახეს ზღვარი, ვუსურვებ კიდევ უფრო დიდ წარმატებას მათ“.

კიას აბურაზოვი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დუზაგრამის საჯარო სკოლის დირექტორი: 

„აბიტურიენტი წელს ჩემი სკოლიდან 6 მოსწავლე იყო, ძალიან გახარებული ვარ, რადგან ექვსივე მათგანმა წარმატებით და კარგი შედეგებით გადალახა ზღვარი“.

რევაზ გორაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კაპრეშუმის საჯარო სკოლის დირექტორი: 

„ამ ეტაპზე ყველამ გადალახა ზღვარი, სულ 16 მოსწავლე აბარებდა, შედეგებით უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ როგორც უმეტესობამ აღნიშნა უნარები საკმაოდ გაურთულდათ“.

ალექსანდრე ოქროპილაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩემი სკოლიდან ამ წელს 7 მოსწავლე აბარებდა ეროვნულებს, ამ დროის ინფორმაციით, ზღვარი ყველას გადალახული აქვს, რა საკვირველია კმაყოფილი ვარ მათი შედეგებით“.

შოთა კუბლაშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლის დირექტორი:

„სულ სამი მოსწავლე აბარებდა ეროვნულებს ჩემი სკოლიდან, სამივე მათგანმა წარმატებით გადალახა ზღვარი, წარმატება მინდა ვუსურვო მათ სხვა საგნებშიც“.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება