მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზაფხული მოგზაურობისა და დასვენების პერიოდია. მაგრამ კლიმატის მკვეთრი ცვლილება - ორგანიზმისთვის ყოველთვის სტრესია. აკლიმატიზაციის სიმპტომები მწვავე რესპირატორულ ვირუსული ინფექციის სიმპტომებს ჰგავს: თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, დაღლილობა, ხანდახან კუჭ-ნაწლავის პრობლემებიც. სიმპტომები ადგილზე ჩასვლიდან მეორე-მეოთხე დღეს ჩნდება.
ამასთან, შესაძლოა იგივე განმეორდეს სახლში დაბრუნების შემდეგაც, როდესაც ორგანიზმის კვლავ გადაწყობა ხდება.
სიმპტომების შესამსუბუქებლად, რეკომენდირებულია პირველ დღეებში ზედმეტად აქტიურ დასვენებაზე უარის თქმა, მეტი ძილი, ბევრი სითხის მიღება და მსუბუქი საკვების მირთმევა. უმჯობესია თუ ცხიმიან, შემწვარ და ტკბილ საკვებს შევზღუდავთ.
ამასთან, თუ პატარა ბავშვებთან ერთად აპირებთ დასვენებას, უკეთესია თავი აარიდოთ კლიმატის ან სასაათო სარტყელის სერიოზულ ცვლილებებს, განსაკუთრებით, თუ დასასვენებლად არა ერთი თვით, არამედ 7-10 დღით მიდიხართ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური