მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩინეთში, იუნანის პროვინციაში შაქარყინულის ფორმის საბავშვო ბაღი ააშენეს. DIKA Kindergarten Design Center-ის დაპროექტებული ბაღი 2 წელიწადში აშენდა და რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. 10 684 კვ.მ. ფართობის უზარმაზარმა და ნეთელმა შენობამ ნაცრისფერი ლანდშაფტი გამოაცოცხლა.
შაქარყინულის ფორმის შენობის ძირითად ნაწილში, ატრიუმში, სათამაშო მოედანია განთავსებული. შენობის ოთ სართულზე კი კლასები არის განლაგებული.
ფასადი პასტელურ და ვარდისფერ ფერებში არის გაფორმებული. ეს ფერთა გამა ბავშვებსა და ზრდასრულებში სასიამოვნო ასოციაციებს იწვევს. მრგვალი, კვადრატული და მართკუთხა ფანჯრები კი შენობის შეხედვისას დინამიკის შეგრძნებას ქმნის.
შენობა მთელ პერიმეტრზე გარშემორტყმულია სათამაშო მოედნით. მართკუთხა ფრთაზე, რომელიც შაქარყინულის ჯოხის სიმბოლოა, გამოსახულია სასაცილო სახე, რომლის ენა ბავშვებისთვის სასრიალოს წარმოადგენს.
არქიტექტორებმა და დიზაინერებმა აღიარეს, რომ პროექტი, ბავშვების ნახატებითა და უტოპიური იდეებით შთაგონებულებმა შექმნეს.
პროექტმა Lollipop Ideal Garden პეკინში დიზაინის კვირეულზე ოქროს მედალი უკვე მოიპოვა. პროექტი ასევე მონაწილეობს კონკურსში Golden pin design award 2019.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.