მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებულად მშენებარე კორპუსის სიახლოვეს როდესაც ვხვდებით რომ ჟანგიანი ლურსმანი გდია. იმ შემთხვევაში თუ გვერდს აუვლით არაფერია, მაგრამ თუ ლურსმანი შეგერჭოთ ან ბავშვმა ითამაშა და უბრალოდ გაიკაწრა მაინც, შესაძლოა ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეთ და ტეტანუსი დაგემართოთ.
გარდა ლურსმნისა ნებისმიერი საგანი, რომელიც ჟანგიანია, საფრთხის შემცველია ჩვენი ორგანიზმისთვის. როგორც აღმოჩნდა განვითარებულს ქვეყნებში ტეტანუსის შემთხვევებიდან დაახლოებით 10 პროცენტი გარდაცვალებით მთავრდება. განვითარებად ქვეყნებში კი ეს რიცხვი უფრო მაღალია.
გავრცელებული ინფორმაციით ტეტანუსით ავადდება ადამიანი, რომლის ორგანიზმშიც მოხვდება ჟანგი, რეალურად კი რკინის ოქსიდს რომელსაც ჟანგს ვუწოდებთ, არაფერ შუაში არ არის ტეტანუსთან. ჟანგი ადამიანის ორგანიზმისთვის ძირითადად საზიანო არ არის.
ტეტანუსი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ტეტანუსის ჩხირი და ის შეიძლება აღმოჩნდეს იქ სადაც სიბინძურეა. თუ ლურსმანი დაბინძურებულია ტეტანუსის ჩხირით ან სხვა ნივთი, თქვენს სხეულში მოხვდება დაზიანების შედეგად. ეს შეიძლება უბრალო ნემსითაც მოხდეს.
ტეტანუსი შეიძლება განვითარდეს არამხოლოდ ჟანგიანი ლურსმნისგან, არამედ ნებისმიერ შემთხვევაში როდესაც კანში ტეტანუსის ჩხირი მოხვდება. დაავადებას ძალიან მძიმე სიმპტომები აქვთ. თუ ადამიანს აცრა არ აქვს გაკეთებული ორგანიზმი ვერ რეაგირებს და ხდება ჩხირების გამრავლება.
როდესაც ჩხირი კვდება ის იწყებს ორგანიზმში ნეიროტოქსინის გამოყოფას, მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტმაზე. ადამიანს ეწყება კუნთების დაჭიმულობა, სპაზმი, ოფლიანობა, ცხელება, მაღალი არტერიული წნევა.
ინფიცირიების შემთხვევაში აუცილებელია გადაუდებელი დახმარება. ტეტანუსზე აცრა ტარდება 10 წელიწადში ერთხელ. ბავშვებს უკეთებენ 2 თვიდან, შემდეგ ეტაპობრივად და სრულდება 12 წლის ასაკში, თუმცა აცრა აუცილებელია 10 წელიწადში ერთხელ.
პ.ს. მასალა მომზადებულია გადაცემა „ექიმების“ მიხედვით
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.