მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კასპის რაიონის აღაიანის სკოლა თავდადებულ პედაგოგ ომარ გელხაურს გლოვობს.
„ბატონი ომარ (რამაზ) გელხაური, რომელზეც დღეიდან სამწუხაროდ უკვე წარსულში უნდა ვილაპარაკოთ..
უაღრესად მშვიდი, გაწონასწორებული,იდეებით სავსე, დამრიგებლური, მშვიდი ტონით რომ რჩევებს გვაძლევდა.
რთულია წარსულში ილაპარაკო ადამიანზე, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა სკოლას, ბავშვებს და ჩვენს გვერდით იყო ყოველთვის.
ამ ცოდვა -მადლით სავსე დედამიწაზე სიკვდილი უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, თუმცა დიდებული ადამიანები ზოგჯერ უძეგლოდ არ იკარგებიან... მათი გაკეთებული კეთილი საქმეები თაობიდან თაობას გადაეცემა, დედამიწასაც ხომ ასეთი ადამიანების მიერ გაკეთებული ჩუმი სიკეთე მართავს...
სკოლა, სადაც ბატონმა ომარმა უამრავი წელი გაატარა, სწორედ მისი სოფლის ხელმძღვანელობის თანამდებობაზე მუშაობისას აშენდა და ჩაეყარა საძირკველი.
ჩვენთვის, აღაიანის სკოლის თანამშრომლებისათვის, მოსწავლეებისთვის ომარ გელხაური ყოველთვის დარჩება როგორც ერთ-ერთი სკოლისთვის თავდადებული პედაგოგი, ჩვენ ყოველთვის გავიხსენებთ მას ცრემლნარევი მოგონებით...
მსუბუქი იყოს თქვენთვის ეს ცოდვა მადლით სავსე მიწა!!!“ - ვკითხულობთ სკოლის სამძიმარში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება