მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.
ამჯერად ''ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ხაჯალიის სკოლაში ჩატარდა.
ლანჩხუთის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.
პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 500 ლარი გადასცა, მეორეზე გასულს ილუსტრირებული ბიბლია, ხოლო მესამე ადგილის მფლობელს ილუსტრირებული ისტორია.
დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.
''ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ლანჩხუთის N2 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, სალომე ჩიკაშუა დაეუფლა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ აღნიშნა, რომ გამგეობის სახელით პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს ფულადი პრიზები გადაეცათ:
''ყველაფერი ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა, როგორც ბატონ გოჩას ჩვევია. პროექტში მომავალი თაობა - სკოლის მოსწავლეები არიან ჩართულები. ისინი დიდ ინტერესს იჩენენ ინტელექტ-ჩემპიონატისადმი. ცოდნის მიღება აუცილებელია და ამას პირველ რიგში, სკოლაში უნდა ჩაეყაროს საფუძველი. ''ეტალონი'' სწორედ ამ პროცესს უწყობს ხელს - ეხმარება მოსწავლეებს სწავლის გაღრმავებაში და ინტერესს უჩენს. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ ''ეტალონის'' მონაწილეებს ფულადი პრიზები გადავეცით.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თამარ ფირცხალაიშვილის თქმით, ღონისძიება მასშტაბურობით გამოირჩეოდა:
''ძალიან მასშტაბური ღონისძიება იყო. ღონისძიებით კმაყოფილები დარჩნენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები და დირექციის წარმომადგენლები. მუნიციპალიტეტმა პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლეები ფულადი პრიზებით წაახალისა. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ამ საგანმანათლებლო პროექტს და ხელს შევუწყობთ მის სამომავლო განგვითარებას.''
გამგებლის მოადგილემ ნუგზარ ცინცაძემ აღნიშნა, რომ პროექტი ახალგაზრდების ინტელექტუალურ განვითარებას უწყობს ხელს:
''ღონისძიება შესანიშნავად ჩატარდა, უდიდესი სითბო შემოიტანა ბავშვებში. პროექტი ახალგაზრდების ინტელექტუალურ განვითარებას უწყობს ხელს, სტიმულს აძლევს მოსწავლეებს, რომ მეტი იმუშაონ საკუთარ თავზე. ეროვნული თვალსაზრისით კი იმას ნიშნავს რომ მომავალი თაობა უფრო განათლებული გაიზრდება. ამიტომაც ჩემი შთაბეჭდილება არის მაღალი რისთვისაც მადლობას ვიხდი.''
საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ''ეტალონის'' ორგანიზატორებს მადლობას უხდის:
''ღონისძიებით არამარტო კმაყოფილი ვარ, არამედ გახარებულიც. დიდ მადლობას ვუხდი ''ეტალონის'' ორგანიზატორებს. ეს არის ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. ღონისძიება ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა, ყველაფერი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული.''
რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე აღნიშნავს, წინა წლებთან შედარებით, ''ეტალონში'' მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა წელს საგრძნობლად მეტია:
''ღონისძიება როგორც ყოველთვის შთამბეჭდავი და ემოციური იყო. წინა წლებთან შედარებით, მოსწავლეთა რაოდენობა წელს საგრძნობლად მეტია. წელს 69 მოსწავლე მონაწილეობდა. შედეგებიც საკმაოდ კარგი იყო. სამივე გამარჯვებულმა 82 ქულა აიღო. შედეგები ყოველწლიურად უმჯობესდება. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და დადებითად ვარ განწყობილი. ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეებითვის ძალიან კარგი მოტივატორია. ''ეტალონი'' სწორედ იმ საქმეს ემსახურება, რასაც ჩვენ სკოლებისთვის ვაკეთებთ.''
''ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი სალომე ჩიკაშუა, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.
პროექტის მხარდამჭერია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...