მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის მინიიციპალიტეტის კარბის საჯარო სკოლაში აგვისტოს ომის თემაზე აქტივობები განხორციელდა.
„2008 წლის 8 აგვისტო ყველაზე მტკივნეული დღეა უახლესი საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს, 11 წლის წინ, იყო დიდი მსხვერპლი, ნგრევა, ათასობით გადამწვარი სოფელი, მიტოვებული სახლები და დაკარგული ძირძველი ქართული მიწები.
ამ დღეს ჩვენს სოფელში, კარბში, რვა მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა დაბომბვას. ჩვენმა სკოლამ გაიხსენა აგვისტოს ომის გმირები, მოეწყო გამოფენა, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები.
სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ეწვივნენ ჩვენს სკოლას (საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის სკოლას) ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, მწერალი გიორგი კეკელიძე, მათ სკოლის ბიბლიოთეკას სხვადასხვა ჟანრის წიგნები გადასცეს საჩუქრად და მადლობა გადაუხადეს ამ დღის ასეთი საინტერესოდ აღნიშვნისთვის.
შეხვედრისას ხაზი გაუსვეს იმას, რომ მშვიდობით აუცილებლად მოვიგებდით! სტუმრებმა სკოლის მოსწავლეები სექტემბერში მიიწვიეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში“ - განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება