სიახლეები
სიახლეები

„ბიოლოგიის ტესტში არსებული შეცდომის გამო ყველა აბიტურიენტს მოემატოს 1 ქულა“
13-08-2019
-
+


2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებზე ბიოლოგიის ტესტში 1 ქულის მომატების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. მანიფესტის ავტორი დავით გიუნაშვილია, რომელიც განათლების სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართავს

etaloni.ge პეტიციას უცვლელად გთავაზობთ:

„2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ბიოლოგიის ტესტში, კერძოდ 45-ე დავალებაში, დაშვებული იყო შეცდომა. სავარაუდო პასუხებში არ ეწერა სწორი პასუხი (პირველი და მეორე) და შესაბამისად, აბიტურიენტს 4 არასწორი პასუხიდან უწევდა ნაკლებად არასწორი პასუხის არჩევა. ყველა ბიოლოგიის მცოდნემ იცის, რომ ციტოპლაზმაში სინთეზდება ნუკლეინის მჟავა პროკარიოტის (უბირთვოს) შემთხვევაში. ეს იმას ნიშნავს რომ მოცემულ კითხვაზე სწორი პასუხი ატფ-სთან ერთად არის ნუკლეინის მჟავაც (ვინაიდან კითხვაში დაკონკრეტებული არ იყო პროკარიოტზე იყო საუბარი თუ ეუკარიოტზე და აბიტურიენტი იძულებული იყო განეხილა ორივე შემთხვევა), თუმცა ეს პასუხი სავარაუდოებში არ ეწერა, რის გამოც ყველა აბიტურიენტს, რომელმაც ბიოლოგია ჩააბარა, მოუწია არასწორი პასუხის დაფიქსირება! ამიტომ ყველა აბიტურიენტს უნდა მოემატოს 1 ქულა!

გარდა ამისა, 48-ე დავალების პასუხი სკოლის წიგნებში არ ეწერა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გვინმარტავს, რომ ეროვნულ გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ეყრდნობა სკოლის გრიფირებულ სახელმძღვანელოებს. მოცემულ კითხვაზე პასუხის დადგენა კი სკოლის წიგნებიდან შეუძლებელია.

ჩვენ ვითხოვთ, რომ 45-ე დავალება ყველა აბიტურიენტს ჩაეთვალოს სწორად და ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განგვიმარტოს 48-ე დავალებაზე სწორი პასუხი საიდან და რაზე დაყრდნობით უნდა სცოდნოდა აბიტურიენტს.

ვიმედოვნებ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სხვა, უფრო კომპეტენტურ პირებთან გადაამოწმებს მოცემულ საკითხებს და აბიტურიენტებს მხარს დაუჭერს“, - ნათქვამია გავრცელებულ პეტიციაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის მიერ ჩატარებული აპრობაციის შედეგები ცნობილია

ბაღებში აღრიცხვის ელექტრონული სისტემის დამონტაჟება სექტემბრიდან დაიწყება

მასწავლებლის სახლის თანამშრომლებმა 300 ათას ლარამდე პრემია აიღეს - 2024 წლის მონაცემები

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები

„ვცდილობთ, სასკოლო აქტივობები ისე დავგეგმოთ, დროის გამოწვევებსაც ვუპასუხოთ, ბავშვებიც არ გადავღალოთ“...

ბავშვებმა გაზაფხულის დღესასწაულები უსაყვარელს პედაგოგებსაც მიულოცეს

პატარა ბუნების მოყვარულები თავად პასუხობდნენ დამსწრეთა შეკითხვებს რესურსების შექმნასა და მიზნობრიობის შესახებ
 

ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა

საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება