სიახლეები
სამასწავლებლო

რა სიახლეებს სთავაზობენ სკოლები მოსწავლეებს სასექტემბროდ
16-08-2019
-
+


სკოლებში ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბერს იწყება, ამ დრომდე მოსწავლეები ისვენებენ, მასწავლებლები და სკოლის დირექტორები კი ზრუნავენ, რომ მათ მეტად კომფორტული გარემო დაახვედრონ. რა სიახლეს სთავაზობს სკოლები თავიანთ მოსწავლეებს მომავალი სასწავლო წლიდან, ETALONI.GE-სთან სკოლის დირექტორები საუბრობენ:

სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის საჯარო სკოლის დირექტორი მზიური ოდიშარია:

„ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, სკოლა გადაიხურა, ტუალეტი აქამდე ეზოში გვქონდა, ახლა კი შენობაში შემოგვაქვს და სასექტემბროდ მზად გვექნება. გათბობისთვის ბუნებრივი აირი შემოგვყავს, აქამდე საწვავით ვთბებოდით, რაც საკმაოდ არაკომფორტული იყო. წყალი ჭაბურღილიდან ამოგვქონდა, ახლა კი უკვე ცენტრალური მაგისტრალიდან შემოვა. გარდა ამისა, გვქონდა გაგზავნილი მოთხოვნა სკამებისა და დაფების განახლებაზე და ნაწილობრივ ამ ინვენტარსაც დავამატებთ. სასექტემბროდ ლამაზ და კომფორტულ გარემოში შევხვდებით ჩვენს მოსწავლეებს. მომავალი წლისთვის კი უკვე, სკოლის კაპიტალურ რემონტს ვგეგმავთ“. 

ცაგერის მუნიციპალიტეტის დეხვირის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ხეცურიანი:

„სიახლე გვაქვს ინფრასტრუქტურის მხრივ. შევცვალეთ ეზოს გარემო, შევქმენით სხვადასხვა დეკორაცია, გავაფორმეთ ეზო მარადმწვანე მცენარეებით. გარდა ამისა, ვმუშაობთ ეთნოგრაფიული განვითარების მიმართულებითაც. ძველი შენობის დემონტაჟი მოხდა და ახალი ფართი გათავისუფლდა სკოლაში, სადაც სამომავლოდ ეთნოგრაფიული მუზეუმის შექმნა მაქვს დაგეგმილი. ნაწილობრივ ეზოს დეკორაციაშიც მაქვს თიხის ნაკეთობები და სხვა ნაწარმი, მაგრამ ცალკე მინდა გავაკეთო, უფრო მასშტაბური მიმართულებით. ჩემს სოფელში არის ეთნოგრაფიული არქეოლოგიური მუზეუმი და ვთანამშრომლობთ მასთან, გამოგვყავს ხორბლის სელექციური ჯიში, მაქვს დახნული ნაკვეთი და შემოდგომაზე მინდა ხორბლის ენდემური ჯიში დავთესო. მინდა, რომ ამ მიმართულებითაც, ბავშვებს მივაწოდო ცოდნა, შევძინო უნარები და ჩავრთო ამ საქმეში“.

ქარელის მუნიციპალიტეტის ბრეძის სასწავლო სკოლის დირექტორი ირმა ხარაზიშვილი:

„ჩემს სკოლაში დიდი ცვლილებებია დაგეგმილი იმასთან დაკავშირებით, რომ 5 საპენსიო ასაკის მასწავლებელი, განცხადების საფუძველზე სექტემბრიდან ტოვებს სკოლას, ვაკანსიები მექნება. გადახალისდება სკოლა ახალი კადრით, ძირითადად, ახალი ინვენტარი მაქვს. რეაბილიტაცია გავუკეთეთ სკოლას და სათანადოდ აღვჭურვეთ. პირველი კატეგორიის სკოლას მივეკუთვნებით და არ გვყავს ბევრი მოსწავლე. მოსწავლეთა სიმცირეა ჩვენი პრობლემა, რადგან საზღვრისპირა სოფელი ვართ და გადინებაა დიდი მოსწავლეების. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. მასწავლებლების ადგილობრივი კადრიც ძალიან გვიჭირს. პირველ-მეოთხე კლასებში კლასკომპლექტი გვაქვს და მხოლოდ 4 მოსწავლე სწავლობს. ორი მაღალი კლასი გვყავს, სადაც კლასში მხოლოდ თითო ბავშვია, თუმცა, წელს პირველ კლასში 3 მოსწავლე მივიღეთ, რაც დიდ მიღწევად ითვლება. ბევრი რამე გავაკეთეთ, შევცვალეთ, არატიპიური სკოლის შენობა გვაქვს, მაგრამ მოსწავლეების რაოდენობიდან გამომდინარე, საკლასო ოთახებით, წიგნების ფონდით, კომპიუტერებით აღჭურვილი ვართ, სიმშვიდე და კარგი გარემოა, მაგრამ მასწავლებლები რომ მიდიან და სოფლები იცლება, ძალიან გვტკივა გული“.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორი ზაურ პავლიაშვილი:

„სკოლა უნდა აგვიშენონ, ველოდებით ტენდერის გამოცხადებას, ჯერ ნაქირავებ შენობაში ვართ და სექტემბერსაც აქ შევხვდებით. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ბავშვები მალე სწავლას საკუთარ შენობაში გააგრძელებენ“.

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ბაძაღუა:

„მცირე რემონტებს ვაკეთებთ შიდა ძალებით, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ცვლილებები არ გვაქვს. ახალი ინვენტარი შემოვიტანეთ, უმნიშვნელო სიახლეები გვაქვს“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის წასრის საჯარო სკოლის დირექტორი ელისო დოღაძე:

„რემონტი გავაკეთეთ და სკოლა მთლიანად რკინის გისოსებში ჩავსვით, რადგან შენობას ბზარები ჰქონდა. შევცვალეთ გარე ფასადი, გაყვანილობები, საკლასო ოთახებში კოსმეტიკური რემონტი გავაკეთეთ და სამი კომპიუტერიც შევიძინეთ“.

ალექსანდრა ჯაფარიძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხრეითის N 1 საჯარო სკოლის დირქტორი მიხეილ ლაშხი:

„გარდა იმისა, რომ ჩავატარეთ სველი წერტილების რეაბილიტაცია,  სასკოლო პროექტებში ვართ ჩართული და მალე, არაფორმალური განათლების კუთხით, ჩვენს მოსწავლეებს საინტერესო სიახლეებს შევთავაზებთ. პროექტის განხორციელებას, რომელიც სამინისტროში 12 სექტემბრამდე უნდა წარვადგინოთ, დაფინანსების შემთხვევაში, უკვე პირველი ოქტომბრიდან დავიწყებთ. არაფორმალური განათლების აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს სულიერებისა და წიგნიერების დონის ამაღლებას მოსწავლეებში, თეატრალური წარმოდგენების გამართვას, ლიტერატურული პერსონაჟებისა და გმირების სცენაზე გაცოცხლებას. ვფიქრობ, ბავშვები პროექტში დიდი ინტერესით და ხალისით ჩაერთვებიან, ჩვენ კი მაქსიმალურად შევეცდებით, იყოს წარმატებული“.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება