TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

გაიცანით „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულის წევრი - ქვემო არქევანის საჯარო სკოლის პედაგოგი ლაურა გოტიაშვილი
16-08-2019
-
+


2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეული ცნობილია, მათგან ერთ-ერთი არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვემო არქევანის საჯარო სკოლის პედაგოგი ლაურა გოტიაშვილი, რომელიც მუშაობს ქართული, როგორც მეორე ენის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ვებ-გვერდზე ლაურა გოტიაშვილის შესახებ მოკლე დახასიათება და  ბიოგრაფია არის განთავსებული, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ლაურა გოტიაშვილი მუშაობს სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლაში ქართული, როგორც მეორე ენის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2013 წლიდან ჩართულია „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის“ პროგრამაში. გავლილი აქვს სტაჟირება ევროპარლამენტში, ქალაქ ბრიუსელში.

ლაურა მუშაობს აზერბაიჯანულენოვან სკოლაში და აქტიურად ცდილობს მოსწავლეებს შეაყვაროს საქართველო და ჩამოუყალიბოს ტოლერანტული ღირებულებები. მისი პედაგოგიური პრაქტიკა ემყარება პროექტებით სწავლებას, კერძოდ კეთებით სწავლას. მოსწავლეების ინტერესისა და მოტივაციის ზრდისათვის იყენებს როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური სწავლების მეთოდებს. მეგობრული სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს ბულინგის წინააღმდეგ, რაც ეხმარება მოსწავლეებს განუვითაროს ჯგუფურად მუშაობის უნარ-ჩვევები.

2016 წლიდან ლაურა ახორციელებს პროექტს „სკოლის სტამბა“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ირჩევენ მათთვის სასურველ თემას, იძიებენ ინფორმაციას, ხატავენ შესაბამის ილუსტრაციებს, ქმნიან წიგნების ელექტრონულ ვერსიებს, არსებული რესურსების ფარგლებში ბეჭდავენ, კინძავენ და შემდეგ ნაშრომს წარუდგენენ სკოლას. ასევე, წიგნების კითხვისა და ბიბლიოთეკის პოპულარიზაციის მიზნით ლაურამ ჩამოაყალიბა „მკითხველთა კლუბი“, რომლის მონაწილე მოსწავლეებიც ქართულ ენაზე კითხულობენ წიგნებს და ერთმანეთს უზიარებენ შეძენილ ცოდნას. 2019 წელს ევროკავშირისა და ნატოს შესახებ ცნობიერების  ზრდის მიზნით ლაურამ დაიწყო ლექციების კურსი X-XI-XII კლასის მოსწავლეებისათვის და გაიმარჯვა „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ კონკურსში „100 ლექცია ევროპის შესახებ“.

ლაურა აქტიურად მუშაობს სოფელში მცხოვრებ მოსახლეობასთან. ასწავლის რეზიუმეს, განცხადების, აპლიკაციების თუ სხვა ოფიციალური დოკუმენტების მომზადებას. ასევე, 2018 წელს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, იძულებით გადაადგილებულ, მცირე შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს ჩაუტარა გრძელვადიანი ტრენინგი ადგილობრივი თვითმართველობის საქმიანობაში ჩართვის სხვადასხვა მეთოდების, ელექტრონული მმართველობისა და სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობის შესახებ.

ლაურა ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება სტერეოტიპებთან და ბულინგთან ბრძოლის კუთხით. ის ხშირად ატარებს ტრენინგებს აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისათვის.

ბიოგრაფია

ლაურა გოტიაშვილი დაიბადა 1991 წლის 2 მარტს, ქ. ქუთაისში. 2009 წელს დაამთავრა ქუთაისის N8 საჯარო სკოლა. ამავე წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტი. 2013 წლიდან ჩართულია პროგრამაში „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლაში  ასწავლის ქართულ ენას.  2015 წელს სწავლა გააგრძელა საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც  ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე. 2017 წელს გაიარა სტაჟირება ევროპარლამენტში, ქალაქ ბრიუსელში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში განათლებისა და კულტურის კომიტეტთან თანამშრომლობით. 2019 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა ათეულის წევრი“.

ასევე იხილეთ: 2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეული დასახელდა


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება