სიახლეები
რჩევები

როგორ უნდა დაყოთ მოსწავლეები ჯგუფური სამუშაოსთვის? - რჩევები მასწავლებლებს
19-08-2019
-
+


რა დროს უთმობთ იმაზე ფიქრს თუ როგორ დააჯგუფებთ მოსწავლეებს დავალებების შესასრულებლად? იცავთ თუ არა ბალანსს ინდივიდუალურად, წყვილებში, ჯგუფში და მთელ კლასში სამუშაოს შორის? აძლევთ თუ არა მოსწავლეებს ნებას გადაწყვიტონ ვისთან ერთად იმუშავებენ? - ეს კითხვები მასწავლებლებს ყოველდღიურ მუშაობაში უჩნდებათ.

etaloni.ge მოგიყვებათ დაჯგუფების სამი გზის უპირატესობებსა და სისუსტეებზე. ეს გზებია: მოსწავლეებს მისცეთ საშუალება თვითონ დააკომპლექტონ ჯგუფები, შემთხვევითობის პრინციპით შექმნათ ან თქვენი ნებით დააკომპლექტოთ ისინი.

მიეცით მოსწავლეებს არჩევანის საშუალება

მოსწავლეებს თუ მისცემთ არჩევანის საშუალებას ნახავთ, რომ ისინი ყოველთვის ერთსა და იმავე ბავშვებთან დაჯგუფდებიან. ამ შემთხვევაში ჩნდება საფრთხე, რომ კლასში ელიტური დაჯგუფებები შეიქმნას. მეგობრები ერთად ყოველთვის ვერ მუშაობენ კარგად, ამიტომ ერთად მუშაობის შესაძლებლობა რაღაც სიხშირით შეიძლება მისცეთ.

კლასის მენეჯმენტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მასწავლებლების ნაწილი ფიქრობს, რომ მოსწავლეების „უძრავ ჯგუფებად“ ჩამოყალიბება ზიანის მომტანია კლასის დინამიურობისთვის. არსებობს მოსაზრება, რომ მოსწავლეები ერთსა და იმავე ადგილას ორი გაკვეთილის განმავლობაშიც კი არ უნდა ისხდნენ.

მოზარდები შეიძლება უხალისოდ შეხვდნენ გადაჯდომის იდეას, თუმცა მათი შერევა სასარგებლო იქნება გაკვეთილის ხარისხისთვის.

შემთხვევით შერჩევა

შემთხვევით შერჩევა ყველაზე სამართლიანია. თუ გჭირდებათ ხუთკაციანი ჯგუფი და გყავთ 20 მოსწავლე, მიანიჭეთ ყველა მოსწავლეს რიცხვები 1-დან 4-მდე და ამ რიცხვების მიხედვით დააჯგუფეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვდასხვა ფერის ბარათები და მსგავსი ფერების მფლობელები ერთად დააჯგუფოთ. 

შექმნათ ჯგუფები თქვენ თვითონ

დავალების საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა გინდოდეთ, რომ ერთ ჯგუფში გყავდეთ როგორც ძლიერი, ისე სუსტი მოსწავლეები ან ყველა ძლიერ მოსწავლეს ერთად მოუყაროთ თავი. მოსწავლეებს, შესაძლოა, გაუჩნდეთ სურვილი გაიგონ რატომ დააჯგუფეთ ისინი ერთად, თუმცა თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ეტყვით თუ არა რა მიზნით დაყავით ასე. ბავშვები მარტივად ხვდებიან, რომ თქვენ ისინი მათი უნარების ან ცოდნის მიხედვით დააჯგუფეთ, ამიტომ უნდა დაფიქრდეთ როგორ აუხსნით თქვენს გადაწყვეტილებას. საჭიროების შემთხვევაში უნდა შეგეძლოთ მოსწავლეების დარწმუნება რომ თქვენი გადაწყვეტილება მართებულია.

წინასწარ გადაწყვიტეთ როგორ დაყოფთ ჯგუფებს და არა კლასში, გაკვეთილის მიმდინარეობისას

საბოლოოდ აღმოაჩენთ, რომ დავალებების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამივე გზა გამოსადეგია სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა მოსწავლეებთან.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება