მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში 10-ზე მეტი სკოლის სრულ რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს, მათ შორის არის მოხის საჯარო სკოლა.
ვიცე-პრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აღნიშნული სკოლის მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
„სოფელ მოხის სკოლაში ვიყავით რამდენიმე თვის წინ. სკოლა ნამდვილად სავალალო მდგომარეობაში იყო. როგორც იცით, განათლება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია და წელს მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ სამცხე-ჯავახეთში სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების 65 პროექტი შესრულდება. გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს ასეთი ტიპის სოფლის სკოლების კაპიტალურ რეაბილიტაციას და აშენებს ახალ სკოლებსაც. წელს სამცხე-ჯავახეთში დაახლოებით 15 რეაბილიტაციის და ახალი სკოლის მშენებლობის პროექტი გვაქვს. ამით გვეძლევა საშუალება, გავზარდოთ როგორც განათლების ხარისხი, ისე სოფელში ჩვენ მოსახლეობას, ბავშვებს მივცეთ წვდომა იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც აუცილებელია მათი ღირსეული ცხოვრებისთვის“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
სკოლების სრული რეაბილიტაცია ითვალისწინებს საკლასო ოთახების, საპირფარეშოების, სპორტული დარბაზების, სპორტული მოედნების და ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობას. ასევე, იგეგმება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების მოწყობა. სკოლები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
400-მდე ვაკანსია პედაგოგებისთვის - ბოლო სამ კვირაში სკოლებში გამოცხადებული კონკურსები
ბავშვებთან მუშაობა მოითხოვს არა მხოლოდ პედაგოგიურ ცოდნას, არამედ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების ცოდნასაც
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ვაჩვენოთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება...“-
გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს უმატებ რიცხვებს ერთმანეთს