სიახლეები
სკოლები

გაიცანით „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულის წევრი - ქვეშის საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია კურტანიძე​
19-08-2019
-
+


2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეული ცნობილია, მათგან ერთ-ერთი არის გორის მუნიციპალიტეტის ქვეშის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი ნათია კურტანიძე.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ვებ-გვერდზე ნათია კურტანიძის შესახებ მოკლე დახასიათება და  ბიოგრაფია არის განთავსებული, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ნათია კურტანიძემ პედაგოგიური საქმიანობა 22 წლის ასაკში დაიწყო და დღემდე მუშაობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლად.  2018 წელს, სულ მოკლე პერიოდში, მან ორჯერ შეიცვალა სტატუსი და  გახდა ჯერ წამყვანი, შემდეგ  მენტორი მასწავლებელი. არის Microsoft-ის ინოვაციური მასწავლებელი-ექსპერტი და მასტერ-ტრენერი, ტექნოლოგიების ქოუჩის სტატუსით მონაწილეობს პროექტში ,,ახალი სკოლის მოდელი“. არის არაერთი საინტერესო მოხსენების, მეთოდური სტატიისა თუ საგანმანათლებლო რესურსის ავტორი.

ნათია ცხოვრობს და ასწავლის  საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელში და  მუდმივად ცდილობს იქ მცხოვრებ ბავშვებს ყოველი დღე გაულამაზოს, აქციოს სკოლა მათთვის საყვარელ ადგილად. მისი პრინციპია ,,ასწავლე ხალისით“, იყენებს თამაშით, კეთებითა და აღმოჩენებით სწავლების მეთოდებს, საინტერესო აქტივობებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს. სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ითვალისწინებს ბავშვების სურვილებსა და შესაძლებლობებს, რაც მოსწავლეებს ეხმარება საკუთარი თავის რწმენისა და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში. მისმა პატარებმა იციან, რომ ,,ყველას აზრი მისაღებია“ და შეცდომის დაშვების შიში არა  აქვთ. ნათია  მცირე  დოზით იყენებს საშინაო დავალებებს და ხშირად მიმართავს დისტანციურ სწავლებას. მის კლასში, შესაძლებლობების მიხედვით, ყველა მოსწავლე აღწევს შედეგს. ისინი წარმატებით მონაწილეობენ ღონისძიებებში, კონკურსებსა და ოლიმპიადებში, ურთიერთობენ თანატოლებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ნათიამ სწავლებაში დანერგა ,,ვირტუალური ექსკურსიები“. მოსწავლეები კლასიდან გაუსვლელად, skype-ისა და საგანმანათლებლო პორტალ Microsoft-ის საშუალებით, ,,სტუმრობენ“, ათვალიერებენ და იკვლევენ მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ ადგილს: ნაკრძალებს, მუზეუმებს, ზოოპარკებს და სხვ. გარდა ამისა, იგი სასწავლო მიზნით იყენებს  არასასწავლო ციფრულ რესურსებს  და შემდეგ  უზიარებს კოლეგებს.  მაგალითად, პროგრამა  Stellarium-ი, რომელიც გამოიყენება მეცნიერების მიერ პლანეტარიუმებში, ნათიამ  წარმატებით დანერგა, როგორც სასწავლო რესურსი, კოლეგებთან წარდგენის შემდეგ კი ბევრმა მასწავლებელმა მოიწონა და გამოიყენა სწავლებაში.

ნათია არის  კვალიფიციური ფასილიტატორი. მისი საქმიანობა მიმართულია როგორც თანამშრომელთა, ასევე, სხვა სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისკენ. ის განათლების სფეროში მიმდინარე თითქმის ყველა სიახლის მონაწილეა. მისი ხელშეწყობით სკოლაში, სხვადასხვა დისციპლინაში, მიმდინარეობს საწრეო მუშაობა, იგეგმება და ხორციელდება პედაგოგთა პროფესიულ საჭიროებებზე მორგებული აქტივობები. ამ მიმართულებით მუშაობს  ნათიას საცხოვრებელ სახლში განთავსებული  ,,ცოდნის ცენტრიც’’, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სოფლის განვითარებასა და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაში. ნათია კურტანიძე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს  თემსა და ქართველი მასწავლებლების წრეში.

ბიოგრაფია

ნათია კურტანიძე დაიბადა 1976 წლის 13 ოქტომბერს ქალაქ ყვარელში. 1993 წელს დაამთავრა ი.ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საშუალო სკოლა. 1995 წლიდან სწავლობდა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის  საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 1999 წლიდან მუშაობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლად.  2012-2015 წლებში ჩააბარა სასერთიფიკატო გამოცდა სამ სპეციალობაში: დაწყებითი საფეხური (I-IVკლ.), ქართული ენა და ლიტერატურა (I-VIკლ.), ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. 2018 წლის იანვარში გახდა წამყვანი მასწავლებელი, იმავე წლის სექტემბერში კი მოიპოვა  მენტორის სტატუსი. 2015 წელს მიენიჭა კომპანია Microsoft-ის ინოვაციური ექსპერტ-მასწავლებლის, ხოლო მოგვიანებით –  ამავე კომპანიის მასტერ-ტრენერის წოდება. 2019 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა საუკეთესო ათეულის წევრი. ნათია დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი“.

ასევე იხილეთ: 2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეული დასახელდა

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება