მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, 20, 23, 24 და 25 აგვისტოს გეომაგნიტური დღეებია, ამიტომ უმჯობესია ამ დღეებში ყველა ზოდიაქოს ნიშანმა დაისვენოს და ჯანმრთელობას მოუფრთხილდეს.
მიხეილ ცაგრელი ასევე საუბრობს 18-25 აგვისტოს 12-ვე ზოდიაქოს ნიშნის ასტროლოგიურ პროგნოზზე:
ვერძი - საკმაოდ კარგი პერიოდია. თქვენი ენერგოტონუსი მაღალია. საინტერესო ახალი პერსპექტივების დროა ბიზნეს სფეროში, რაც ხელს შეუწყობს კარგი შემოსავლის მიღებას.
კურო - უმჯობესდება თქვენი ენერგოტონუსი. იგრძნობთ რომ უფრო აქტიური და ენერგიული ხდებით. კარიერული წინსვლისთვის და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კარგი პერიოდია.
ტყუპები - მშვიდი პერიოდი გაქვთ, თუმცა შეიძლება მოულოდნელმა ცვლილებებმა იჩინოს თავი კვირის მეორე ნახევარში. თვითრეალიზაციის კუთხით კარგი პერიოდია.
კირჩხიბი - ეს პერიოდი კარგია თქვენთვის. თვითრწმენა მატულობს, ენერგოტონუსი უმჯობესდება. სასიკეთო ცვლილებებმა შეიძლება იჩინონ თავი. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება შეგიძლიათ.
ლომი - საკმაოდ კარგი პერიოდია. აქტიური მოქმედება გმართებთ. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კარგი პერიოდია. სასიკეთო ცვლილებების პერიოდია კარიერული კუთხით, თუმცა ენერგოტონუსი ოდნავ იწყებს დასუსტებას.
ქალწული - მზე უახლოვდება თქვენ ზოდიაქოს ნიშანს. უფრო ენერგიული გახდებით. ეს პერიოდი თქვენი ამბიციების რეალიზაციას უწყობს ხელს. კარგია მოგზაურობისთვის. უცხოეთიდან გექნებათ შემოთავაზება. შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
სასწორი - ეს კვირა უფრო სტაბილური და მშვიდია თქვენთვის. კვირის მეორე ნახევარში სასიკეთო ცვლილებები გელით - ახალი იდეებისთვის, რომანტიკული თავგადასავლებისთვის, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კარგი პერიოდია.
მორიელი - თვითრწმენა იწყებს მატებას. შეიძლება ახალ საინტერესო პროექტებში ჩაერთოთ და ძველ კავშირებზე უარი თქვათ. თქვენი გაჩერება რთულია. ენერგიული და აქტიური ხართ და მზადყოფნაში ხართ ყველა სახის ცვლილებებისთვის.
მშვილდოსანი - ეს პერიოდი ითხოვს კონკრეტულ და კარგად გააზრებულ მოქმედებებს. უნდა შეიცვალოთ ცნობიერება, რათა მიაღწიოთ წარმატებებს. ორგანიზებულობა გმართებთ.
თხის რქა - საკმაოდ კარგი პერიოდია. საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა შეგიძლიათ. პროგრესისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ეს პერიოდი ხელს უწყობს თქვენს შინაგან ტრანსფორმაციას, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასევე თქვენი გავლენის სფერო და ავტორიტეტი მოიმატებს საზოგადოებაში.
მერწყული - პოზიტიური შანსების პერიოდი გაქვთ საქმიანი და პირადი ურთიერთობების კუთხით. უფრო მეტი სირთულეები გექნებათ თვითგამოვლენის კუთხით. რადიკალური ცვლილებების დროა საოჯახო ურთიერთობებისთვის. ენერგოტონუსი ცოტა შემცირებას იწყებს.
თევზები - იგრძნობთ რომ უფრო აქტიური და იღბლიანი ხდებით. ინტუიცია მატულობს. ეს პერიოდი ხელს შეგიწყობთ იდეების რეალიზაციაში და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ასტროლოგიურ პროგნოზზე უფრო ვრცლად იხილეთ ბმული:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო