სიახლეები
საინტერესო , რჩევები

რომელი ოთახის მცენარის გახარება შეიძლება სკოლაში - 7 საუკეთესო ვარიანტი
21-08-2019
-
+


ოთახის მცენარეები არა მხოლოდ სიმყუდროვეს ქმნიან და ბავშვებს ბუნებისადმი სწორ დამოკიდებულებას უვითარებენ, არამედ სკოლის შენობის ატმოსფეროს აჯანსაღებენ.



ქლოროფიტუმი



ეს მცენარე ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სანიტარია. იგი როგორც ღრუბელი ჰაერიდან მავნე ნივთიერებებს და მტვერს ეფექტურად ისრუტავს და შენობას ჟანგბადითა და ფიტონციდებით ამდიდრებს. ეს ნივთიერება აქტიურად ანადგურებს ვირუსებსა და ბაქტერიებს. ამასთან, მისი მოვლა ძალიან მარტივია, ქლოროფიტუმს ერთ-ერთ ყველაზე უპრეტენზიო ოთახის მცენარეს უწოდებენ.

სანსევიერია


ეს უპრეტენზიო მცენარე, ლამაზი დეკორატიული ფოთლებითა და პატარა თეთრი ყვავილებით, სწრაფად იზრდება. მაგრამ უყვარს მოვლა და ფოთლებიდან მტვრის გადაწმენდა. მცენარე ეფექტურად შთანთქავს ტოქსინებს, რომლებსაც ავეჯი გამოყოფს. 

ლიმონის ხე



ეს ორიგინალური მცენარე - ფოთლების საშუალებით აქტიურად გამოყოფს ეთერზეთების და კლასს სუფთა, მსუბუქი და ცოცხალი ჰაერით აავსებს. მოქმედებს როგორც ძლიერი ფილტრი, ანაგდურებს ბევრ პათოგენურ მიკროორგანიზმს. ასევე ეთერზეთები, რომლებსაც ეს დეკორატიული ხე გამოყოფს გუნება-განწყობას აუმჯობესებს, ასტიმულირებს ინტელექტუალურ საქმიანობას. ლიმონის ხეს უნდა გამოუყოთ მთელი კუთხე - ჯუჯა ჯიშებიც კი სიმაღლეში -1,2-1,5 მეტრს აღწევენ.  

გერანი (პელარგონია



პელარგონია ​ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარეა. იგი ძლიერი ბაქტერიციდული მოქმედებით ხასიათდება. ოთახის გერანი ლამაზი ყვავილები გამოირჩევა.

მცენარე 10 გრადუსამდე სიცივის უძლებს, ამიტომ უკეთესია თუ ამ მცენარეს შეარჩევთ კლასისთვის, რომელიც მზიან მხარესაა. კარგი მოვლის პირობებში პელარგონიას შეუძლია მთელი წელი იყვავილოს.

ალოე



პოპულარული სუკულენტი ფასეულია თავისი სამკურნალო თვისებებით. ჰაერის ბაქტერიციდული ნივთიერებებით გაჯერებასთან ერთად, ალოეს შეუძლია ტექნიკისა და მობილური ტელეფონების მავნე გამოსხივების შთანთქმა. ეს მცენარე მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ. 

კალანჰოე


კიდევ ერთი მოსავლელად მარტივი მცენარე. ეფექტურად ამდიდრებს ჰაერს ჟანგბადით, მარტივად იტანს სიცივესა და ორპირს და არ მოითხოვს ხშირ მორწყვას. განსაკუთრებით კარგად ეს სამკურნალო მცენარე ყვავილობის პერიოდში გამოიყურება.

ოთახის ია



ძალიან ლამაზი ოთახის მცენარეა, რომლის ყვავილები სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისთვის. ია საკლასო ოთახის ინტერიერს ძალიან უხდება. ყვავილის ყველა ნაწილი უსაფრთხო და ჰიპოალერგიულია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო

სახელმწიფო სასწავლო გრანტების ოდენობა ცნობილია - მთავრობის დადგენილება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა
სკოლები

განძის N2 საჯარო სკოლაში ღონისძება მიეძღვნა დედაენის დღეს

მარტუნის საჯარო სკოლის პედაგოგების ხელმძღვანელობით ჩატარდა ღონისძიება „დედაენის დღე“

გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით და მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალურ დასკვნით ღონისძიებაში
 
პროექტს ხელმძღვანელობდა - ბილინგვური სწავლების სპეციალისტი, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ინა მანასიანი
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება