სიახლეები
სამასწავლებლო

რა გამოწვევების წინაშე დგას სკოლები? -„ყველაზე დიდი პრობლემა პედაგოგების დეფიციტია“
21-08-2019
-
+


სასკოლო განათლების სისტემის ხარვეზებსა და არსებულ გამოწვევებზე სპეციალისტების აზრი ბევრჯერ მოგვისმენია.

ETALONI.GE ამ საკითხებზე სასაუბროდ იმ ადამიანებს ესაუბრა, რომლებსაც აღნიშნულ პრობლემებთან ყველაზე მეტი შეხება აქვთ. ჩვენი რესპონდენტები სკოლის დირექტორები არიან:

ახმეტის მუნიციპალიტეტის ბირკიანის საჯარო  სკოლის დირექტორი - ეთერ წინწალაშვილი:

„ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული პრობლემები ამ ეტაპზე არ არსებობს, რომლის გადაჭრასაც ვისურვებდი, თუმცა გარე ღობეს გაკეთებასთან დაკავშირებით დასტურს ველოდები და იმედია, მალე ეს პრობლემაც მოგვარდება“.

ხაშურის მუნიციპალიტეტის ქინძათის საჯარო სკოლის დირექტორი - ნატალია ბლიაძე:

„ჩვენი სკოლაში მრავალი ინფრასტრუქტურული პრობლემაა გადასაჭრელი, შენობა საკმაოდ ძველია, ხოლო, იატაკი და ჭერი არ არის კეთილმოწყობილი. სკოლაში სხვა პრობლემები ამ ეტაპზე არ არის მოსაგვარებელი“.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჩხენიშის საჯარო სკოლის დირექტორი - სვეტლანა ტყვაცირია:

„ჩვენი სკოლის ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ სკოლა პლიუს ერთ სართულზეა, სკოლაში ვერ კეთდება პანდუსი და ინფრასტრუქტურა. ბევრს მივმართე დასახმარებლად და იმედია, ეს საკითხი მალე გადაიჭრება, რადგან საკუთარი სახსრებით ამის გაკეთებას ვერ შევძლებთ“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სვერის საჯარო სკოლის დირექტორი - თამაზ ცუცქირიძე:

„ამ ეტაპზე, ჩვენს სკოლაში ყველაზე დიდი პრობლემა პედაგოგების დეფიციტია, ვინაიდან, პენსიონერი პედაგოგები ჯილდოზე გავიდნენ. მასწავლებლების განსაკუთრებული დეფიციტი გვაქვს უცხო ენასა და ფიზიკაში. მათი მოძებნა კი დიდ სირთულეს წარმოადგენს. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურული პრობლემებიც გვაქვს  გადასაჭრელი, რომლებსაც ჩვენი ძალებით ვერ მოვაგვარებთ. იმედია, მერია ამოგვიდგება მხარში და დაგვეხმარება ამ პრობლემების მოგვარებაში“.

ცაგერის მუნიციპალიტეტის ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი - ტრისტან გუგავა:

„ჩვენს სკოლის მთავარი პრობლემა ოთახების ნაკლებობაა, სკოლა მცირეკონტიგენტიანი სკოლების კატეგორიას მიეკუთვნება და ყველაზე მეტად სწორედ ოთახების მომატება გვჭირდება“.

სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორი - შორენა შამათავა:

„სკოლაში ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა გვაქვს, თუმცა სკოლაში არ გვაქვს გარე მოედანი. ძალიან დიდი პრობლემაა სასკოლო პროგრამაც“.

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი-ნაზი ლიპარტია:

„ჩვენი სკოლის ყველაზე დიდი პრობლემა უწყლობაა. სასაცილოა, რომ  XXI საუკუნეში  წყალი არ გვაქვს. სველი წერტილების გაკეთებაც აუხდენელი ოცნება იყო, თუმცა ახლა სველ წერტილებს გვიკეთებენ. ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად უწყლობის საკითხი გვაწუხებს“.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ციხიის საჯარო სკოლის დირექტორი - ეკა აბესაძე:

„ყველაზე მთავარი პრობლემა ჩვენს სკოლაში მცირე კონტიგენტია. როგორც მოგეხსენებათ, სოფლები იცლება და  შესაბამისად,  სამწუხაროდ, სკოლაში მხოლოდ 4 ბავშვი სწავლობს“.

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის საჯარო სკოლის დირექტორი - მანანა ძაბაღუა:

„ჩვენი სკოლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა პედაგოგთა გადამზადება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა, რაც აუცილებელია სკოლისთვის. გვსურს, გვყავდეს სერტიფიცირებული, წარმატებული პედაგოგიური კოლექტივი. ჩვენი სკოლის პედაგოგები მონაწილეობდნენ პედაგოგთა სერტიფიცირების გამოცდებში და შედეგებით ნამდვილად კმაყოფილები ვართ“.

ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის საჯარო სკოლის დირექტორი - ჟანა ჯაიანი:

„ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი ჩვენს სკოლაში, სკოლაში არ გვაქვს სპორტდარბაზი და სპორტული მოედანი, საპირფარეშო გაგვიკეთეს, სველი წერტილებიც ძალიან კარგად გვაქვს მოწყობილი. პედაგოგების ვაკანსიებს ამ ეტაპზე ვერ ვაცხადებ, რადგან პენსიაზე არც ერთი პედაგოგი არ გადის. მასწავლებლები გამოცდაზე არიან გასულები და ჯერ არ ვიცით მათი შედეგები. სულ მალე, ალბათ პედაგოგების დეფიციტიც გვექნება“.

ცაგერის მუნიციპალიტეტის ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორი - ნუნუ კოპალიანი:

„ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა გათბობის საკითხია, რომლის მოგვარებასაც გვპირდებიან. რემონტი კეთდება მეორე სართულზე  და გვსურს პირველი სართულის გარემონტებაც“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალი გათიშულია - 8 იანვარს შეტანილი მონაცემები არ აისახება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებლებისთვის! -  თუ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები ჯერ არ მოგიწესრიგებიათ 

1250-650 და 500 ლარს სტუდენტები მიიღებენ - მაგისტრანტებს ფულადი წახალისება არ ეხებათ  - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა კოსტიუმი და მეტად გაახალისეს და გაამრავალფეროვნეს გარემო

წინასაახალწლო პერიოდმა სკოლაში ძალიან მხიარულად ჩაიარა

ეს დღე თითოეული მათგანისთვის დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება