სიახლეები
საინტერესო

როგორ არის მოწყობილი თურქული სკოლები
30-11--0001
-
+


თურქეთში დიდი რაოდენობის სკოლები, კოლეჯები და ლიცეუმები და თითქმის ორი ასეული უნივერსიტეტია, რომლებშიც დაახლოებით 4,5 მლნ სტუდენტი სწავლობს. სხვადასხვა რეიტინგებით როგორც მინიმუმ შვიდი თურქული უნივერსიტეტი მსოფლიოს ას საუკეთესოში შედის.

სწავლის სავალდებულო წლები თურქეთში გამუდმებით იზრდებოდა (ხუთი წელი - 1997 წლამდე, შვიდი - 2012-წლამდე), სანამ, საბოლოოდ, ევროპაში სტანდარტულ 12 წელზე არ შეჩერდა. 2012 წელს ქვეყანაში განათლების რეფორმა განხორციელდა, რომელმაც, მათ შორის, ახალი სისტემა „4+4+4“ შემოიღო: 4 წელი დაწყებით სკოლაში, ოთხი საშუალოში და იმდენივე - მაღალში. პირველი წყვილი ოთხწლედის შემდეგ შესაძლებელია რელიგიურ სემინარიაში წასვლა და სწავლის იქ დასრულება. სასწავლო წელი თურქეთში, 15 სექტემბერს იწყება და ივნისის შუა რიცხვებში სრულდება.

მოსამზადებელი სკოლები

მოსამზადებელ საბავშვო ბაღებს, სადაც ბავშვები სამი წლიდან დადიან, ორი სახელი აქვს - „okul öncesi“ – „სკოლამდე“ და „ana okulu“ – „საბაზო სკოლა“.



მოსამზადებელ სკოლაში თურქულ და ინგლისურ ენებს, მათემატიკას და მუსიკას ასწავლიან. პროგრამა დამოკიდებულია, კერძოა თუ არა საბავშვო ბაღი. კერძო გაცილებით ბევრია და ისინი ძვირადღირებულია.

დაწყებითი სკოლები

„Ilkokulu“ – „პირველი“ დაწყებითი სკოლაა. არსებობს როგორც სახელმწიფო და კერძო, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია. მართალია  სახელმწიფო სკოლებშიც გადასახადებია -  მშობლები იხდიან წიგნებში, სასკოლო ფორმაში, კარადებისთვის, პროექტებისთვის, კომპიუტერებისა და სკოლის დამლაგებლისთვისაც კი. ამასთან სახელმწიფო სკოლებში შესაძლოა კლასში მოსწავლეთა რაოდენობა დაახლოებით 50-იც კი იყოს.



გაგაოცებთ სახელმწიფო სკოლების შენობებში სპორტდარბაზის არარსებობა. დაწყებით სკოლაში სპორტის გაკვეთილები არ ტარდება. ბავშვები უბრალოდ ეზოში სათამაშოდ გაჰყავთ. სპორტი მოსწავლის ცხოვრებაში, სკოლის ფარგლებში, მხოლოდ საშუალო სკოლაში ჩნდება.

შესაძლებელია კერძო სკოლაში - kolej სწავლა. ასეთი სკოლები ბევრია: როგორც ძვირადღირებული და ცნობილი ისე თანამედროვე უცხოელი მასწავლებლებით.  არის კოლეჯები, რომლებიც ფრანგებმა, იტალიელებმა, გერმანელებმა და ამერიკელებმა XX საუკუნის დასაწყისში დაარსეს. ამ კოლეჯებში სასწავლო პროცესი დამფუძნებლების ენაზე მიმდინარეობს.

ყველა სკოლას, როგორც სახელმწიფოს ისე კერძოს „სერვისების“ სისტემა აერთიანებს. მინი-ავტობუსებები ბავშვებს რაიონების მიხედვით, სწავლის დაწყებამდე  აგროვებენ, საღამოს კი, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, სახლში მიჰყავთ.

საშუალო სკოლები

საშუალო სკოლაში - Ortaokul გადასასვლელად გამოცდის ჩაბარება არის აუცილებელი. ამასთან, გამოცდების ჩაბარება სავალდებულოა ყოველი ოთხი წლის დასრულების შემდეგ.

მეექვსე კლასიდან კი იწყება თითოეული მოსწავლის წლის საშუალო ქულის დათვლა. მასზე ბევრით არის დამოკიდებული შემდეგი ნაბიჯი სისტემაში. საშუალო ქულა ითვლება და ჯამდება, შემდეგ კი გამოცდების შედეგები ემატება. რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო უკეთესი - „lise“ – „უმაღლესი სკოლის“ - არჩევა შეუძლია მოსწავლეს. არსებობს ლიცეუმების სპეციალური რეიტინგები, სადაც აღნიშნულია, რა ქულებით არის მასში ჩაბარება შესაძლებელი.



ლიცეუმები და სპეციალიზაცია

ლიცეუმები, სახელმწიფოც კი, თურქეთში ფასიანია. სტამბოლში არის ცნობილი კერძო ლიცეუმები, ულამაზესი ნაგებობები ბოსფორის სანაპიროზე ან მდიდარ რაიონებში. იქ სწავლა ძვირია, მაგრამ ძალიან პრესტიჟული. პირველი წლის შემდეგ შესაძლებელია სპეციალიზაციის არჩევა - მეცნიერების, ლიტერატურის ან სოციოლოგიის მიმართულებით. მართალია ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ პირად პრიორიტეტებზე, არამედ ნიშნებზეც.

ლიცეუმების მთავარი მიზანია - მოსწავლეების უნივერსიტეტის მისაღები გამოცდებისთვის მომზადება. მაგრამ, ცოტა თუ არის მხოლოდ სკოლის იმედზე, თითქმის ყველა მოსამზადებელ კურსებზე მიდის.

მისაღები გამოცდები

უნივერსიტეტის მისაღები გამოცდები - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა თითოეული თურქის ოჯახში. უმაღლესი განათლება ქვეყანაშ ჯერ კიდევ საკმაოდ ელიტურია. ყველას არ აქვს მისი მიღების შესაძლებლობა. ამასთან, უნივერსიტეტებში ადგილები ყველა მსურველს არ ჰყოფნის.  უნივერსიტეტებში მოხვედრა ქვეყნის ყველა ახალგაზრდის მხოლოდ მესამედს შეუძლია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება