TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

გაიცანით „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულის წევრი - მულახის საჯარო სკოლის პედაგოგი სალომე ფურცხვანიძე
22-08-2019
-
+


2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეული ცნობილია, მათგან ერთ-ერთი არის მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის და მეწარმეობის საფუძვლების პედაგოგი სალომე ფურცხვანიძე.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ვებ-გვერდზე სალომე ფურცხვანიძოს შესახებ მოკლე დახასიათება და ბიოგრაფია არის განთავსებული, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„სალომე ფურცხვანიძე 2013 წლიდან მუშაობს სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის და მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებლად.

სალომეს პედაგოგიური პრაქტიკისათვის დამახასიათებელია მოსწავლეების სოციალური და გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ზრუნვა. ის თავის საქმიანობას ახორციელებს როგორც ფორმალური ასევე არაფორმალური სწავლების მეთოდების გამოყენებით: სასწავლო და სოციალური პროექტები, კეთებით სწავლება, თამაშით სწავლება, კლუბური მუშაობა.

სალომე ეხმარება მოზარდებს ტოლერანტ, პასუხისმგებლიან და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში. ცდილობს დააინტერესოს ისინი და გაარკვიოს მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობაში. ყოველი კლუბური აქტივობის შემდეგ აცნობს მათ თუ რომელ მგმ-ს ეხმიანებოდა განხორციელებული საქმე. სამეწარმეო უნარების განვითარების მიზნით ის ახორციელებს ჯიპრაიდის ბიზნეს პროგრამებს, ხოლო საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის კი პროგრამას აგრო კოოპერაცია და მეწარმეობა.

სალომე ფურცხვანიძე სამი სასკოლო კლუბის დამფუძნებელი და კურატორია. ის მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მოსწავლეებს განუვითაროს საზოგადოებრივ ქონებასა და გარემოზე ზრუნვის უნარები. მან განახორციელა პროექტი ,,ჩვენი მეგობარი მცენარეები“ რომლის ფარგლებშიც, პატარებმა, მიიღეს მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, განივითარეს კვლევის უნარები. ასევე, მისმა დაარსებული ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის სამგზის ფინალისტი და პარლამენტის რჩეულია. ბიზნესის კლუბი ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს სასკოლო მინი კომპანიების გამოფენა-გაყიდვაში და 2019 წლის საუკეთესო გაყიდვების პრიზის მფლობელიც გახდა.

სალომე მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით ხშირად იღებს მონაწილეობა კონკურსებში, კონფერენციებში, თანამშრომლობს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან. ამასთან, ის მჭიდროდ თანამშრომლობს თემთან და მოსახლეობასთან ერთად ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს. აღსანიშნავია ინიციატივა „დააკალმე შენი ბზა”. სალომე ხშირად მართავს ლექცია სემინარებს, აწყობს შეხვედრებს, გადაწყვეტილი აქვს სოფელში გააკეთოს სამკითხველო, მართავს დასუფთავების მასშტაბურ აქციებს.

სალომე თვლის რომ მასწავლებლობა ეს არ არის მხოლოდ ამა თუ იმ საგნის კარგად ფლობა, მასწავლებლობა არის უამრავი სხვა უნარის ფლობა და კონკრეტული გამოწვევისათვის შესაბამისი უნარის მისადაგების ალღო.

ბიოგრაფია

სალომე ფურცხვანიძე დაიბადა 1983 წელს ქუთაისში. დაამთავრა სოფელ სორმონის საშუალო სკოლის 9კლასი, სწავლა განაგრძო ქუთაისის საბუნებისმეტყველო პროფილის სკოლა-ლიცეუმში. 2000 წელს გახდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრობიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი და მიიღო მცენარეთა დაცვის სპეციალისტის განათლება. 2003 წელს ჩაირიცხა ა. ვასაძის სახელობის კულტურულ საგანმანათლებლო სასწავლებელში საგუნდო-სადირიჟორო და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების მენეჯერის სპეციალობაზე. 2005 წელს გაიარა ბასისა და ბაფის საერთაშორისო ბუღალტრული პროგრამის კურსი და მიიღო ბუღალტრის კვალიფიკაცია. სალომე 2013 წლიდან მუშაობს ზემო სვანეთის მაღალმთიან სკოლაში დაწყებითი კლასისა და მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებლად. არის სამი სასკოლო კლუბის დამფუძნებელი და კურატორი. 2019 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი და გახდა ათეულის წევრი. სალომე დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი“ .

ასევე იხილეთ: 2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეული დასახელდა


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება