სიახლეები
საინტერესო , რჩევები

როგორ დავაბრუნოთ მოსწავლე არდადეგების შემდეგ სკოლის რიტმში - რჩევები
14-09-2019
-
+


სამთვიანი საზაფხულო არდადეგების შემდეგ სასკოლო პროცესზე ადაპტაცია მოსწავლეებს უჭირთ. იმისთვის, რომ მოსწავლეს, ყოველდღიურ რუტინასთან დაბრუნება შევუმსუბუქოთ რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ. 

მოუწესრიგეთ ძილის რეჟიმი: იმისთვის, რომ ბავშვი „საბრძოლო“ მდგომარეობაში დავაბრუნოთ, პირველ რიგში აუცილებელია ძილის რეჟიმის მოგვარება. ამ საკმაოდ მტკივნეული პროცედურის დაწყება უკეთესია ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე. მნიშვნელოვანია მოსწავლე ადრე გაღვიძებას შეეჩვიოს. შეეცადეთ ადრე დაიძინოს. თუ ბავშვი უარს ამბობს, ურჩიეთ უბრალოდ ლოგინში დაწვეს და დაისვენოს - ასე სხეული ადრე გამოღვიძებას შეეჩვევა.

მოტივაცია: შეეცადეთ მოსწავლის მოტივირებას და სკოლაში წასვლის დადებითი მხარეების მოძებნას. მაგალითად, უთხარით, რომ კლასში ის შეხვდება მეგობრებს, რომლებიც დიდი ხანია არ უნახავს და მათთვის საზაფხულო თავგადასავლების მოყოლას შეძლებს.

უყიდეთ სკოლის მოსწავლეს სკოლისთვის რაღაც ახალი და საინტერესო: უჩვეულო საკანცელარიო ნივთები ან ახალი ტანსაცმელი. ეცადეთ ბავშვმა აუცილებლად მიიღოს მონაწილეობა საყიდლებში და აირჩიოს ის, რაც უნდა - რომ შემდეგ მისი გამოყენების სურვილი ჰქონდეს.

მხარი დაუჭირეთ. უამბეთ, რომ ბავშვობაში თქვენც გიჭირდათ დილით ადრე ადგომა და სკოლაში წასვლა. მაგრამ ყველაფერი გამოგივიდათ რაც ნიშნავს, რომ ისიც შეძლებს.

ზღვიდან პირდაპირ მერხთან ნუ დააბრუნებთ.  შეეცადეთ კურორტიდან სასწავლო პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც დაბრუნდეთ. ბავშვმა სკოლაში წასვლამდე აკლიმატიზაციისა და ადაპტაციის პროცესი უნდა გაიაროს.

დაეხმარეთ აზროვნების გავარჯიშებაში. არდადეგებზეც კი არ დაივიწყოთ ლოგიკისა და აზროვნების გავარჯიშება. საუკეთესო ვარიანტია - სამაგიდო თამაშები, რომელიც საინტრესოა როგორც პატარებისთვის ისე ზრდასრულებისთვის, ამასთან, მთელი ოჯახი დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება