TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

გაიცანით „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულის წევრი - მარნეულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე
23-08-2019
-
+


2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეული ცნობილია, მათგან ერთ-ერთი არის მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ისტორიის პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ვებ-გვერდზე გიორგი ჭაუჭიძის შესახებ მოკლე დახასიათება და ბიოგრაფია არის განთავსებული, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„გიორგი ჭაუჭიძე მუშაობს ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლად. იგი 20  წელზე მეტია მასწავლებელია და მათგან 15  წლის განმავლობაში სხვადასხვა არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის, ძირითადად ეთნიკურ სომხებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს. გიორგის მიაჩნია, რომ ქართული საგანმანათლებლო სისტემის ყევლაზე აქტუალური სფერო სწორედ არაქართულენოვანი სკოლებია.

მისი მთავარი პრინციპი შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ფრაზით: “ჩვენი თავისუფალი განვითარება ჩვენს ერთიანობასა და ჩვენს ტრადიციაშია”. სკოლა მოსწავლეთა თავისუფალი განვითარების ადგილი უნდა იყოს, სადაც ყველა საქართველოს მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური და სხვა გასხვავებულობისა, ექნება მზრუნველი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი. შესაბამისად, ყველაზე ეფექტური სწავლება არის ასეთი დამოკიდებულების ჩვენება, რადგან სიყვარულის სწავლება შესაძლებელია სიყვარულის გამოხატვით, თავისუფლების სწავლება შესაძლებელია თავისუფალი ქმედებებით, პატივისცემის სწავლება შესაძლებელია პატივისცემის ჩვენებით. გიორგი ჭაუჭიძე ცდილობს ასეთი მიდგომებით იმუშაოს თავის მოსწავლეებთან.

მისთვის მნიშვნელოვანია სწავლებაში გააცოცხლოს ის იდეები და მიდგომები, რომლებსაც ნერგავდა იაკობ გოგებაშვილი. გიორგი ჭაუჭიძე წლების განმავლობაში სწავლობს დაწყებით საფეხურზე კითხვისა და წერის სწავლების საკითხებს და მიაჩნია, რომ გოგებაშვილისეული მიდგომების რეანიმაცია უნდა მოხდეს არა მხოლოდ მისი “დედაენების” საფუძველზე, არამედ მისი პედაგოგიური პუბლიცისტიკის შესწავლის შედეგად.  ამ მიმართულებით მუშაობისას იგი პირველკლესელებთან იყენებს კითხვის სწავლების ისეთ თანამედროვე მეთოდებს, რომლებიც სრულად შეესაბამება გოგებაშვილის სულისკვეთებასა და მიდგომებს და რომლებიც ჯერჯერობით არ არის პოპულარული საქართველოში. მისი ერთ-ერთი მიზანი ამ მიდგომების პოპულარიზაცია, ფართო საზოგადოებისთვის გოგებაშვილის უკეთ გაცნობაა. გიორგი ჭაუჭიძე ოცნებობს იმაზეც, რომ ამ მიდგომების მიხედვით შეიქმნას ჩვენი არაქართულენოვანი სკოლებისთვის აზერბაიჯანულის, სომხურისა და რუსული ენების სახელმძღვანელოები.

არცთუ მცირე გამოცდილების შედეგად გიორგი ჭაუჭიძეს დაუგროვდა საკმაო პედაგოგიური ცოდნა, რასაც იგი წლების განმავლობაში უზიარებს როგორც მოსწავლეებს, ასევე თავის კოლეგებს. მისი საქმიანობა კოლეგების პროფესიული განვითარების მიმართულებით სხვადასხვა პროგრამის ტრენერის პოზიციიდან ფარავს მთელი საქართველოს რეგიონებს და მოიცავს მრავალფეროვან მიმართულებას.

გიორგი ჭაუჭიძის დამოკიდებულებები საგანმანათლებლო საკითხებისადმი, განათლების პოლიტიკისა და ზოგადად პოლიტიკისადმი გამოირჩევა არაერთგვაროვანი, შემოქმედებითი დამოკიდებულებით. ამას იგი ხშირად საჯაროდაც გამოხატავს თავისუფალი და იუმორნარევი სტილით, რაც მოწონებას იმსახურებს ხოლმე მის კოლეგებსა და  საზოგადოებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ იუმორითა და ირონიით იგი საკუთარ თავსაც უდგება არცთუ იშვიათად.

ბიოგრაფია

გიორგი ჭაუჭიძე დაიბადა 1975 წლის 30 ნოემბერს ჭიათურაში. 1992 წელს ჭიათურის 1-ლი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თსუ-ს ისტრიის ფაკულტეტზე, რომელიც დააასრულა 1997 წელს. 1996 წელს დაამთავრა ამავე უნივერისტეტის მეორადი ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2013-15 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში სწავლის შედეგად მიენიჭა განათლების ადმინისტრირების მაგისტრის კვალიფიკაცია.

გიორგი 1997 წლიდან საგანმანათლებლო სფეროშია, 1998 წელს მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, ხოლო 2004 წლიდან არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამაში მუშაობს. აღსანიშნავია მისი საქმიანობა საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტსა და მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტში ტრენერის პოზიციაზე.

წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით განხორციელებული აქვს ათეულობით პროექტი, რომლებიც გულისხმობდა ახალგაზრდობისა და სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერასა და განვითარებას.

ასევე იხილეთ: 2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეული დასახელდა

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება