მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კლასში მოსწავლეთა განლაგება საკუთარ თავზე აიღეთ
თუ მოსწავლეები კლასში თავისი სურვილისამებრ სხდებიან, ალბათობა, რომ დისციპლინა დაირღვევა სამჯერ მაღალია, ვიდრე მაშინ თუ ამას თქვენ გააკეთებთ. რატომ ხდება ასე? ბავშვები, სავარაუდოდ აირჩევენ ადგილს მოლაპარაკე მეგობრების გვერდით და მასწავლებლისგან შორს. მოსწავლეები მერხებზე იძულებით, რომ არ გადავანაწილოთ, საინტერესო ალტერნატივის მოძებნა შეიძლება.
ქალაქ მადისონის სკოლის მე-9 კლასის მასწავლებელმა ემილი პოლაკმა კლასში დივანი, სავარძელი და ჟურნალების მაგიდა დადგა. იგი თვლის, რომ მყუდრო გარემო შფოთვას ამცირებს და მოსწავლეთა მოსწრებას აუმჯობესებს. ასევე, მისი აღსაზრდელები თავად წყვეტენ სად დასხდნენ, მაგრამ თუ ისინი დავალებას თავს ვერ გაართმევენ, მაშინ ისევ მერხთან დაბრუნება მოუწევთ. პოლაკი ამბობს, რომ ამ ხერხის წყალობით დისციპლინის საკითხები თითქმის სრულებით აღმოიფხვრა, მოსწავლეებმა კი თავი უფრო მოტივირებულად იგრძნეს.
აქეთ კარგი ქცევისთვის
აქეთ კარგი ქცევისთვის, ცუდს იგნორირება გაუკეთეთ და არ დასაჯოთ, ეს ყველაფერი სასწავლო პროცესს დაეხმარება გახდეს უფრო ეფექტური. ყურადღებას ნუ გაამახვილებთ კონკრეტულ მოსწავლეებზე, აქეთ მთელი კლასი იმისთვის, რისი გაუმჯობესებაც გინდათ.
ნუ მოაკლებთ ყურადღებას მოსწავლეებს
მაგიდასთან ჯდომა და დოკუმენტების მოწესრიგება მოსწავლეებისთვის არის ნიშანი, რომ საუბრისა და გართობის დროა. იყავით აქტიურები: გადაადგილდით საკლასო ოთახში, შეამოწმეთ რა გაიგეს მოსწავლეებმა, დასვით კითხვები, იურთიერთეთ მასთთან.
საშუალო სკოლის მასწავლებელი სოლ ჰენიკი თვლის, რომ„ ეფექტური სწავლებისთვის და კლასში დისციპლინის შესანარჩუნებლად მოსწავლეების მიმართ ყურადღებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“.
2017 წელს ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ მასწავლებლის არავერბალური ყურადღების ნიშნებს, მაგალითად, ღიმილს ან მხედველობითი კონტაქტს, მნიშვნელოვნად შეუძლია შეამციროს ფსიქოლოგიური ან ფიზიკური დისტანცია. ასეთი ქცევა ასევე მოსწავლეებში მასწავლებლის და ზოგადად საგანის მიმართ უფრო პოზიტიურ გრძნობებს იწვევს და ამავდროულად, კლასში მოსწავლის ქცევას აუმჯობესებს.
მომზადებულია edutopia.org-ის მიხედვით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...