სიახლეები
სამასწავლებლო

„დამწყებმა მასწავლებელმა ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს პროფესიული განვითარებისთვის“ - დირექტორების რჩევები
23-08-2019
-
+


ძნელად თუ მოიძებნება მასწავლებელი, რომელსაც არ სურს წარმატებული და მოსწავლეთა შორის პოპულარული იყოს. ბავშვების სიყვარული მნიშვნელოვნად ამსუბუქებს იმ ტვირთს, რომლის ზიდვაც მას მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში უწევს. კარგი მასწავლებელი ის აუცილებელი პირობაა, რომლის მიხედვითაც მშობლები სკოლას ირჩევენ.

როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი და რას ურჩევენ სკოლის დირექტორები დამწყებ პედაგოგებს? - ამ თემაზე სასაუბროდ ETALONI.GE  სკოლის დირექტორებს  დაუკავშირდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის რცხილათის საჯარო სკოლის დირექტორი - ხათუნი გამეზარდაშვილი:

„დამწყებ პედაგოგებს ვურჩევ, რომ ძალიან უყვარდეთ ბავშვები, აღსაზრდელებთან ურთიერთობისას დიდი მოტივაცია გამოიჩინონ და რა თქმა უნდა, აუცილებლად გააჩნდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია. მე უკვე გამოვაცხადე ვაკანსია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის პოზიციაზე. ვეძებ უფროს მასწავლებელს, თუმცა ვაკანსია გათვლილია მასწავლებლის მაძიებლებისთვისაც“.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჭაგნის საჯარო სკოლის დირექტორი - ნათელა შენგელია:

„ჩემი რჩევა დამწყები პედაგოგებისთვის იქნება, რომ იყვნენ განათლებულები, კომუნიკაბელურები, მეგობრულები და რა თქმა უნდა, პროფესიონალები. ვაკანსია მაქვს გამოცხადებული რუსულ ენასა და მუსიკაში. ვეძებ სერთიფიცირებულ, მეგობრულ, კომუნიკაბელურ კადრს“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ვაჭევის საჯარო სკოლის დირექტორი - მამუკა კერესელიძე:

„ვფიქრობ, პედაგოგს სამი მთავარი თვისება უნდა გააჩნდეთ: პროფესიონალიზმი, პროფესიისადმი სიყვარული და შრომისმოყვარეობა. თუ მასწავლებელს ეს თვისებები გააჩნია, მისგან კარგი პედაგოგი დადგება“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხალიფაურის საჯარო სკოლის დირექტორი - ნინო გურული:

„ყველა დამწყებ პედაგოგს ვურჩევ, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავის საქმეს, უყვარდეს სკოლა და მუდამ იზრუნონ პროფესიულ განვითარებაზე. ვფიქრობ, კარგი პედაგოგი განისაზღვრება თავისი კომუნიკაბელურობით, მეგობრულობით, კოლეგებთან ურთიერთობით და რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმით“.

ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორი - დავით ცვარიანი:

„თუ პედაგოგს არ უყვარს ბავშვები, ჯობია, თავი შეიკავოს ამ სამსახურში მუშაობისგან. გარდა ამისა, კარგ მასწავლებელს აუცილებლად უნდა გააჩნდეს მოთმინების უდიდესი უნარიც“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის უსახელოს საჯარო სკოლის დირექტორი - ზურაბ პაპიძე:

„ახალგაზრდა, დამწყები სკოლის პედაგოგს დიდი ენთუზიაზმი, ბავშვებისა და სკოლის უდიდესი სიყვარული უნდა გააჩნდეს. დამწყებმა მასწავლებელმა ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს პროფესიული განვითარებისთვის. მივესალმები, მთავრობის ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც, პენსიონერი პედაგოგები ჯილდოზე გადიან. ვფიქრობ, ახალგაზრდებს მეტი ენერგია აქვთ, მეტის სწავლა და გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე პენსიონერ მასწავლებლებს. ამიტომ, დიდებული კანონია ახალგაზრდების სკოლაში მუშაობა“.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საწირის საჯარო სკოლის დირექტორი - ზვიად გაბრიჭიძე:

„დამწყებ პედაგოგებს წამყვან და წარმატებულ მასწავლებლებთან თანამშრომლობას ვურჩევ. ვფიქრობ, მათთან ურთიერთობით ყველაფერს მიაღწევენ“.

ქარელის მუნიციპალიტეტის ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლის დირექტორი - თამარ გოგალაძე:

„პედაგოგებს პირველ რიგში, საგნობრივი ცოდნა მოეთხოვებათ, ისინი უნდა ფლობდნენ პროფესიულ უნარებს, შეეძლოთ კომუნიკაცია და ბავშვებთან ურთიერთობა“.

კასპის მუნიციპალიტეტის დოესის საჯარო სკოლის დირექტორი - იზოლდა ციცაგი:

„ვფიქრობ, დამწყებ პედაგოგებს დიდი ხელშეწყობა სჭირდებათ, რომ თავიანთი საყვარელი საქმე აკეთონ. ძალიან კარგია კვალიფიციური კადრები სკოლაში, თუმცა თუ დამწყები პედაგოგები არ დასაქმდნენ, ახალი თაობა როგორ გაიზრდება?! პედაგოგს, პირველ რიგში, ბავშვების უსაზღვრო სიყვარული მოეთხოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლაში მუშაობა გაუჭირდება“.

სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის დირექტორი - რევაზ ჯოჯუა:

„ჩემი რჩევა დამწყები პედაგოგებისთვის იქნება, რომ იყვნენ კოლეგიალურები და მეგობრულები“

ცაგერის მუნიციპალიტეტის ორბელის საჯარო სკოლის დირექტორი - ნინო ბურჯალიანი:

„დღევანდელ რეალობაში, დიდ სიახლეს, ინოვაციებს, შემოქმედებას და კრეატივს  მოითხოვს  თანამედროვე სწავლება. ამიტომ, დამწყებ პედაგოგებს ვურჩევ, რომ ფაქიზად მოეკიდონ თავიანთ საქმიანობას. მასწავლებლობა მხოლოდ ეკონომიკაზე ორიენტირებას არ გულისხმობს, არამედ, პედაგოგზე მომავალი თაობის ბედია დამოკიდებული. ჩვენ როგორ მომავალსაც შევუქმნით ჩვენს შვილებს, შედეგიც ისეთი გვექნება. პედაგოგი ვალდებულია, თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად მიუდგეს და მისი ყველა საჭიროება შეისწავლოს. ეს თვისებები დამწყებ პედაგოგებს არ გააჩნიათ, თუმცა ვთვლი, რომ დაუძლეველი არაფერია. სკოლაზე და განათლების სამინისტროზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი მასწავლებლების განვითარებას“

მარლენ ბარამიას სახელობის სამტრედიის N6 საჯარო სკოლის დირექტორი - ლეილა კუბლაშვილი:

„დამწყებ პედაგოგებს გამოცდილ მასწავლებლებთან თანამშრომლობას ვურჩევ, რათა გზა გაიწაფონ კარიერული წინსვლისკენ. არსებობდა მეთოდური სამსახური, რომლის დროსაც დამწყებ პედაგოგებს გაკვეთილზე ვესწრებოდით. ახლა კი სკოლის დირექტორი უნდა დაესწროს მათ გაკვეთილებს და რჩევებიც მისცეს. ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს და მათი დიდი იმედი მაქვს“.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება