სიახლეები
საინტერესო , რჩევები

სასწავლო სივრცე - რა უნდა იყოს აუცილებლად მოსწავლის ოთახში
26-08-2019
-
+


როდესაც პირველკლასელის სასკოლო ჩანთა, ტანსაცმელი და კანცელარია ნაყიდია, გვრჩება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი - სამეცადინო ოთახის მოწყობა. რა უნდა იყოს მოსწავლის ოთახში აუცილებლად?

მაშინაც კი თუ პირველკლასელს პირველ თვეებში საშინაო დავალებას არ აძლევენ, მისი სამუშაო ადგილის მოწყობაზე სწავლის დაწყების პირველი დღიდანვე უნდა იზრუნოთ.

რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს არ აქვს საკუთარი ოთახი. მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ პირადი სივრცე. ეს შესაძლოა იყოს განცალკევებული კუთხე, სადაც ბავშვი თავს კომფორტულად და მყუდროდ იგრძნობს. მნიშვნელოვანი იგი ბავშვის გემოვნების მიხედვით მოვაწყოთ. მაგრამ მოსწავლეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ელემენტები, რომლებიც მას სწავლაში დაეხმარებიან.

საწერი მაგიდა და სკამი

ზოგადად, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საკუთარი მაგიდა, სკამი და საწოლი - ის ნივთებია, რომლის სრულუფლებიან და ერთადერთ პატრონად გრძნობს ბავშვი თავს.

თუ ოჯახში რამდენიმე ბავშვია, სასურველია რომ თითოეულს საკუთარი მაგიდა ჰქონდეს. მაგიდები არ უნდა ეხებოდეს ერთმანეთს, რომ არ დაირღვეს პირადი სივრცე. მაგიდა არ უნდა იყოს მაღალი. ბავშვისთვის ის მოუხერხებელი იქნება. სკამს რაც შეეხება უნდა იყოს მოხერხებული, კარგია თუ სკამის სიმაღლე ბავშვის სიმაღლის მიხედვით რეგულირებადი იქნება.

ადგილი სკოლის ჩანთისთვის

მშობლებს ხშირად ავიწყდებათ, ადგილის გამოყოფა სკოლის ზურგჩანთისთვის. ამიტომ მას მოსწავლეები იატაკიდან საწოლზე აგდებენ, საწოლიდან კი - სავარძელზე. გააკეთეთ სპეციალურად სკოლის ჩანთისთვის განკუთვნილი დასაკიდი. მაშინ ის ყოველთვის მოსწავლის თვალწინ იქნება და ნაკლებია, იმის შანსი რომ ბავშვს მისი ამოლაგება ან მასში წიგნების ჩალაგება დაავიწყდება.

სწავლისთვის ალტერნატიული ადგილი

მაგიდა - სწავლისთვის იდეალური ადგილია. მაგრამ ბავშვს უნდა ჰქონდეს ალტერნატიული ადგილი. მაგალითად, იგი შესაძლოა დაჯდეს პუფში და სახელმძღვანელო წაიკითხოს. ასეთი ადგილი არ უნდა იყოს მუდმივი, მაგრამ მრავალფეროვნებისთვის კარგია.

საწერი დაფები

ცარცის ან მარკერის დაფა მაგიდის ახლოს ბავშვს დაეხმარება მნიშვნელოვანი შენიშვნების გაკეთებაში. თქვენ კი მასზე მოსწავლისთვის სამოტივაციო ფრაზებს დაწერთ.

საათი

საათი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ბავშვს დროს სტრუქტურირებაში და სწავლისა და დასვენების დროის გადანაწილებაში დაეხმარება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება