მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„თავისუფალი საქართველო“ თავმჯდომარის, კახა კუკავას ბრალდებას მასწავლებელთა შემცირების თაობაზე, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს და სიცრუეს უწოდებს.
„აბსოლუტური სიცრუეა ის, რასაც ბატონი კუკავა აცხადებს! გაუგებარია, რის საფუძველზე აკეთებს ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებას! ჩვენი რეფორმის შესახებ იცის მთელმა საზოგადოებამ - მასწავლებლებს, რომლებმაც აიმაღლეს სტატუსი, ვუზრდით ხელფასებს, ასევე, სკოლის კარს ვუღებთ ახალგაზრდა კადრებს, ხოლო იმ პენსიონერ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებმაც თავისი ნებით მიიღეს პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება, მადლობის ნიშნად ვაჯილდოებთ 2 წლის ჯამური ხელფასით და ვუნარჩუნებთ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევას. ბატონი კუკავა ცრუობს და შეცდომაში შეყავს საზოგადოება!“-აცხადებს ბერიკა შუკაკიძე.
როგორც კახა კუკავამ განაცხადა, ნოემბერში დაგეგმილ პედაგოგების გამოცდების შედეგად, მასწავლებელთა მასშტაბური შემცირება იგეგმება. ამასთან, მისი თქმით, საგამოცდო საკითხებზე პედაგოგები სათანადოდ ინფორმირებული არ არიან და საკითხები სათანადოდ შედგენილი არ არის. კახა კუკავა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დარგის სპეციალისტებთან ერთად გამოცდების სტანდარტი შეამოწმოს.
„დღეის მდგომარეობით, გამოცდები ჩაბარებული აქვს პედაგოგთა მესამედზე ნაკლებს და ეს რიცხვი სავარაუდოდ, ნოემბერში დაგეგმილი გამოცდების შედეგად შეიცვლება. შესაბამისად, სკოლის პედაგოგების ნახევარზე მეტს 31 დეკემბრამდე სამსახურის დატოვება მოუწევს. გარდა იმისა, რომ გამოცდების ჩასაბარებლად შემჭიდროვებული ვადებია დადგენილი, აღსანიშნავია, სკოლის პედაგოგების სხვა პრეტენზიები. განათლების სამინისტროში პროცესებს დღესაც ხელმძღვანელობენ კახა ლომაიას დროინდელი კადრები, რომელთა ამოცანაც იყო განათლების სისტემის ბოლომდე მორღვევა და მის ნაცვლად ანტისახელმწიფოებრივი სისტემის ფორმირება“, - აცხადებს კახა კუკავა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია
ანა კალანდაძის ამღერებულ ლექსებში გაცოცხლებულმა ლამაზმა საქართველომ მოსწავლეთა აღფრთოვანება გამოიწვია