მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
არ გადაუსვათ ხაზი რთულ მოსწავლეებს
გახსოვდეთ, წესრიგის დამრღვევები წყნარებზე არანაკლებ მზრუნველობასა და ყურადღებას იმსახურებენ. წარმატებას შეუძლია ნებისმიერმა მოსწავლემ მიაღწიოს და მასწავლებლის მიზანია - ბავშვს ამაში დაეხმაროს. ბავშვებს, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, ხშირად ეშინიათ ისეთ საქმესთან შეჭიდება რასაც ძალისხმევა სჭირდება. მასწავლებელი კი ტრადიციულად მოსწავლეებს ეხმარება და არ ხარჯავს დროს სარკასტულ კომენტარებზე და ეძებს იმას, რის გამოც მოსწავლის შექება ღირს.
შეეცადეთ თავიდანვე გაიგოთ მეტი მათი ინტერესების, კოგნიტური შესაძლებლობების და უნარების შესახებ. სასწავლო წლის დასაწყისშივე არ ღირს მოსწავლეების რთული დავალებებით დატვრთვა. დახარჯეთ დრო თქვენსა და კლასს შორის ნდობის გამყარებაზე.
ნუ უგულებელყოფთ კოლექტივსამასთან თავდაჯერებულობა გარშემომყოფების უპატივცემულობას არ ნიშნავს. ახალბედა, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულ კოლექტივში შედის, უნდა იყოს ღია და მეგობრული. ისაუბრეთ, რჩევა იკითხეთ, მონაწილეობა მიიღეთ სკოლის ღონისძიებებში.
ნუ შეადარებთ თავს სხვებს
წარმატების უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს და კოლეგების გამოცდილების სრულებით მორგება არ გამოვა. ის, რაც ერთი ადამიანისთვის მუშაობს, მარტივად შეიძლება კატასტროფად იქცეს სხვისთვის. სცადეთ ახალი, მაგრამ არ განაწყენდეთ, თუ არ გამოგივათ გამოცდილი მასწავლებლის ყველა რჩევის მორგება.
მომზადებულია educationworld.com-ის მიხედვით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...