მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N172 საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წელს პედაგოგმა ნელი ოდიკაძემ სოციალური პროექტი - „ნიკო ფიროსმანი - 150“ განახორციელა.
სამიზნე ჯგუფი - დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
საქმიანობის ტიპი - სამიზნე ჯგუფის შექმნა; დამატებითი გაკვეთილების ჩატარება; სხვადასხვა აქტივობების დაგემვა-განხორციელება; ექსკურსია ეროვნულ მუზეუმში; ინტერნეტის საძიებო სისტემის გამოყენება; ფიოროსმანის ნამუშევრების დათვლიერება; შესაბამისი მასალის მოძიება და დამუშავება; ნამუშევრების შექმნა; გამოფენის მოწყობა.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა ქართული ხელოვნების მიმართ მოსწავლის ინტერესის გაღრმავება, ქართველი თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების ნიმუშების და პრივატიზმისა და ნაივის ცნების გაცნობა, ხელოვნების ნაწარმოებზე დაკვირვებისა და მისი ანალიზის უნარის განვითარება, ინფორმაციის მოძიების უნარ-ჩვევების განმტკიცება.
„პროექტი დავიწყე სამიზნე ჯგუფების შექმნით, რათა ბავშვებისთვის გამეცნო პროექტის იდეა. მოვიძიეთ ნიკო ფიროსმანაშვილის ბიოგრაფიული ცნობები, ეროვნულ მუზეუმსა და სხვა ელექტრონული თუ ბეჭდვითი საშუალებების გამოყენებით მოსწავლეები გაეცნენ მხატვრის შემოქმედებას. მოძიებული მასალების საფუძველზე ჩავატარეთ პრეზენტაცია. პრეზენტაციის მსვლელობისას ვაძლევდი განმავითარებელ და წამახალისებელ კომენტარებს. მიღებული შთაბეჭდილებების შედეგად მოხდა ფიროსმანის პერსონაჟების გაცოცხლება ნახატების სახით, დამზადდა სტენდები და მოეწყო გამოფენა. მონიტორინგს პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებს ვუწევდი მე და დირექციის წარმომადგენლები. პროექტის მიმდინარეობისას კოლეგები აქტიურად მიჭერდნენ მხარს და მოტივაციას მიმაღლებდნენ“,-აღნიშნავს ნელი ოდიკაძე.
პროექტის შესახებ იხილეთ ვრცლად
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
400-მდე ვაკანსია პედაგოგებისთვის - ბოლო სამ კვირაში სკოლებში გამოცხადებული კონკურსები
ბავშვებთან მუშაობა მოითხოვს არა მხოლოდ პედაგოგიურ ცოდნას, არამედ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების ცოდნასაც
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ვაჩვენოთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება...“-
გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს უმატებ რიცხვებს ერთმანეთს