მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019-2020 სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლებში რეგისტრირებული პირველკლასელებისთვის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 55 000 ცალი პორტაბელური კომპიუტერი შეისყიდა.
etaloni.ge გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას „ბუკების“ შესახებ, რომელთა ცოდნაც მშობლებისთვის მნიშვნელოვანია:
„ბუკს“ მოყვება აქტივაციის კოდი, რომლის გარეშე „ბუკში“ პროგრამების ჩატვირთვა შეუძლებელია. „ბუკის“ მიღებისას მასში ჩატვირთული უნდა იყოს სასწავლო პროგრამა, რომლის წაშლის ან დაზიანების შემთხვევაში უნდა მიმართოთ სკოლის აიტი თანამშრომელს ან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას - „ემისი“.
„ბუკის“ მიღებისას მშობელს უფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებულია „ბუკის“ საკუთრების პირობები და ვადები, კერძოდ, „იმ შემთხევაში თუ ბენეფიციარი აღარ წარმოადგენს მოსწავლის სტატუსის მქონე პირს, შეჩერებული აქვს მოსწავლის სტატუსი ან I-III კლასის განმავლობაში გადავა კერძო სკოლაში, სადაც არ ხორციელდება პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“, იგი ვალდებულია დაუბრუნოს კომპიუტერი შესაბამის სკოლას“.
ვის უნდა მიმართოს მშობელმა „ბუკის“ დაზიანების შემთხვევაში და თუ ხარვეზი გამოუსწორებელია ხდება თუ არა პორტაბელური კომპიუტერის ახლით ჩანაცვლება?!
„ბუკებს“ ერთწლიანი გარანტია აქვს. საგარანტიო მომსახურებას ახდენს ტენდერში გამარჯვებული, „ბუკების“ მომწოდებელი კომპანია. გარანტიით უფასო შეკეთება ან ახლით ჩანაცვლება ხდება ქარხნული წუნის ან ნაწილობრივი გაუმართაობის დროს. კომპიუტერის მექანიკური დაზიანება ან/და თვითნებური შეკეთება საგარანტიო მომსახურებას არ ექვემდებარება.
„ბუკის“ დაზიანების შემთხვევაში, თუ გარანტია არ არის გასული მშობელმა უნდა მიმართოს კონტრაქტორი კომპანიის სერვისცენტრს, რომლის მისამართები გადაიგზავნება საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და საჯარო სკოლებში.
ამასთან, „ბუკის“ ნებისმიერი მიზეზით დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში სხვა (ახალი) „ბუკით“ ჩანაცვლება პროგრამით გათვალისწინებული არ არის. გამონაკლისები დაიშვება მხოლოდ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტის შესაბამისად.
რა შემთხვევაში უბრუნებს მოსწავლე კომპიუტერს სკოლას?
იმ შემთხევაში თუ ბენეფიციარი აღარ წარმოადგენს მოსწავლის სტატუსის მქონე პირს, შეჩერებული აქვს მოსწავლის სტატუსი, ან I-III კლასის განმავლობაში გადავა კერძო სკოლაში, სადაც არ ხორციელდება პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“, იგი ვალდებულია დაუბრუნოს კომპიუტერი შესაბამის სკოლას.
თუკი მოსწავლე მობილობით გადადის ერთი საჯარო სკოლიდან მეორეში „ბუკი“ მას თან მიაქვს ახალ საჯარო სკოლაში; ხოლო III კლასის დასრულების შემდეგ „ბუკი“ რჩება მოსწავლის კუთვნილებაში.
ასევე იხილეთ: რა შემთხვევაში უბრუნებს I კლასის დამრიგებელი სკოლას მისთვის გადაცემულ კომპიუტერს?!
ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელები განახლებულ „ნეთბუქებს“ მიიღებენ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ბავშვებმა მოამზადეს რეკლამა უმცროსი მეგობრებისთვის