სიახლეები
სიახლეები

გვინდა სკოლებში ბოსტნები იყოს - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ახალი ინიციატივა
04-05-2017
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ''რეალური სივრცე'' სკოლებში არაჯანსაღი საკვების ამოღების ინიციატივაზე ისაუბრა:

''ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად ვხვდებით სკოლის წარმომადგენლებს, მშობლებს. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ყველას აწუხებს არის, თუ რას ჭამს ბავშვი სკოლაში. თან ჩვენი ხელისუფლება და მთელი ქვეყანა - იგივე თამბაქოს კუთხით და სხავდასხვა კუთხით  არის სწორ ტალღაზე ამ მიმართულებით. 

ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ახლა არის შესაძლებლობა, საზოგადოებრივი შეგნების გაზრდით ვისარგებლოთ და სკოლებს ბუფეტების გაჯანსაღება შევთავაზოთ. საწყის ეტაპზე ძალიან არაჯანსაღი პროდუქტების ამოღებაზეა საუბარი. შეიძლება ფენოვანი ხაჭაპურიც არ იყოს ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი მსოფლიოში, მაგრამ ჩიფსი, კოკა-კოლა და კონსერვირებული რაღაცები კიდევ უფრო მძიმე პოზიციაა.''

ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლებში ბოსტნების გაშენების იდეაზეც ისაუბრა:

''ბრიუსელში ვიზიტის დროს იყო ერთ-ერთი სტარტაპი, რომელიც პორტატულ, კომპაქტურ ბოსტანს აკეთებს. ბოსტანი სართულებზეა განლაგებული. ჩვენ ძალიან დავინტერესდით და გვინდა, რომ სკოლებში ანალოგიურად პატარა ბოსტნები იყოს და მოსწავლეებს თავიანთი შრომის ნაყოფი ჰქონდეთ'' - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება