მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მასწავლებლების გარდა, სახელფასო ანაზღაურება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან, საშუალოდ 20%-ის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციას, ტექნიკურ პერსონალს, მათ შორის სკოლის ექიმს და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებსაც გაეზრდებათ.
ხელფასი გაეზრდებათ ასევე მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ იმ პირებსაც, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. აღნიშნული პირები წარმოადგენენ სკოლის ადმინისტრაციას და თანამდებობრივ სარგოზე დანამატი 125 ლარი იქნება.
ახალი სასწავლო წლიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლები.
რესურსცენტრის უფროსის ხელფასი 250 ლარით გაიზრდება და 1 450 ლარით განისაზღვრება. რაც შეეხება თანამშრომლებს: მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 200 ლარით მოიმატებს და 1000 ლარი გახდება. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 150 ლარით გაიზრდება და 950 ლარი იქნება. 150 ლარით მოემატება ანაზღაურება პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტს და მისი თანამდებობრივი სარგო 850 ლარი გახდება.
სკოლები დამატებით დაფინანსებას მიიღებენ ასევე ფულადი ჯილდოს გასაცემად იმ საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის, რომლებიც სკოლას დატოვებენ.
სწორედ დაფინანსების გაზრდის მიზნით, შესაბამისი ცვლილება შევიდა მთავრობის დადგენილებაში. ცვლილების თანახმად, გაიზრდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი, რომელიც ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით განისაზღვრება. შეიცვლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის საჯარო სკოლების დამატებითი დაფინანსების ოდენობაც - 1-დან 6-ის კლასის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის, ყოველთვიურად საჯარო სკოლა დამატებით 600 ლარით დაფინანსდება.
იხილეთ ასევე: „ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი, ოქტომბრიდან ანაზღაურება გაეზრდება“ - მიხეილ ბატიაშვილი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა განასახიერებს ქართული ზღაპრისა და მულტფილმის გმირები
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...