სიახლეები
საინტერესო , რჩევები

რა უნდა გადაამოწმოთ პირველკლასელის სკოლაში გაშვებამდე - რჩევები მშობლებს
15-09-2019
-
+


16 სექტემბერს სასწავლო წელი დაიწყება. სასკოლო ცხოვრება, საშინაო დავალებები, ახალი მეგობრები, მასწავლებლები, ღონისძიებები - ყველაფერი ეს სულ მალე  თქვენი და თქვენი შვილის ცხოვრების ნაწილი გახდება.

იმისთვის რომ ცხოვრების ეს ნაწილი თქვენი შვილისთვის უფრო სასიამოვნო და პოზიტიური იყოს, გთავაზობთ რჩევებს თუ რა უნდა გადაამოწმოთ პირველკლასელის სკოლაში გაშვებამდე.

გადაამოწმეთ, შეუძლია თუ არა მოსწავლეს თავად ჩაიცვას და მიირთვას

ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვმა იცოდეს გახდა/ჩაცმა, თასმის და ქამრის შეკვრა. მასწავლებელი არც ბაღის აღმზრდელია და არც ძიძა, მას სხვა ფუნქციები აქვს. წარმოიდგინეთ, კლასის ყველა ბავშვმა რომ მოსთხოვოს თასმის შეკვრა ... თუ მოულოდნელად გაარკვევთ, რომ მომავალმა პირველკლასელმა რაღაც არ იცის, პანიკაში ნუ ჩავარდებით,  ასწავლეთ.

გაარკვიეთ რამდენად იცის პირადი ჰიგიენის წესები

გადაამოწმეთ შეუძლია თუ არა ბავშვს,  ნამდვილად, ხელების დამოუკიდებლად დაბანა და საპირფარეშოს მოხმარება.

ასწავლეთ საკუთარი ნივთების ცნობა

არ აქვს მნიშვნელობა, ტანსაცმელი იქნება, ჩანთა თუ რვეულები! იმისთვის, რომ სკოლაში კომიკური სიტუაციები არ წარმოიშვას და ბავშვებმა სახლში ერთმანეთის ნივთები არ წაიღონ. უკეთესია თუ ყველა ნივთი ხელმოწერილი იქნება: გვარი, სახელი და კლასი. მაშინ დაკარგვის შესაძლებლობას მინიმუმამდე დავიყვანთ.

მომავალ მოსწავლესთან ითამაშეთ თამაში - „ჩაალაგე ჩანთა“. მაგიდაზე სასკოლო და არასასკოლო ნივთები დაალაგეთ, ბავშვს კი სთხოვეთ ზურგჩანთაში ყველაფერი ლამაზად და სწორად (ის რაც სჭირდება) ჩაალაგოს. ასევე შეგიძლიათ ეთამაშოთ - „გამოიცანი, რისი გაკვეთილია“. სთხოვეთ ზურგჩანთიდან ამოიღოს მხოლოდ ის, რაც კონკრეტული საგნისთვის არის განკუთვნილი.

გაიარეთ  გაცნობის რეპეტიცია

მშობლები ხშირად არ აქცევენ ყურადღებას, იცის თუ არა ბავშვმა ურთიერთობა, გაცნობა, თანატოლთან პირველი მისვლა და თამაშის შეთავაზებაზე თავაზიანი პასუხი. შემატეთ თქვენს პირველკლასელს თავდაჯერებულობა, ითამაშეთ მასთან „ნაცნობობა“, ასწავლეთ ფრაზები, გაითამაშეთ სხვადასხვა სცენარები, აუხსენით, რომ შესაძლოა სხვა ბავშვსაც რცხვენია და განიცდის. ღიმილი და სიტყვების მარაგი თავის საქმეს გააკეთებს.

გადაამოწმეთ ბავშვის მახსოვრობა

მას უნდა ახსოვდეს მშობლების სახელები და გვარები, საკუთარი მისამართი, დაბადების თარიღი და საკუთარი კლასის ნომერი. გაითამაშეთ სცენები -  „ჰკითხე მასწავლებელს!“, „დავიკარგე“ „ხომ ვერ მეტყვით“. სკოლის პირველი დღეებში ბავშვისთვის ინფორმაცია ძალიან ბევრია.  მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი არ დაიკარგოს, ყოველთვის შეეძლოს დასახმარებლად მასწავლებელს ან სხვა ზრდასრულს მიმართოს.

შეამოწმეთ იცის თუ არა ბავშვმა უფროსების მოსმენა

თუ ბავშვს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში არ უვლია ზედმეტი არ იქნება თუ გადაამოწმებთ იცის თუ არა უფროსების მოსმენა.  რეაგირებს თუ არა სხვა ზრდასრული ადამიანების თხოვნაზე, იცის თუ არა რა არის გაკვეთილი და შესვენება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება