სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

აცრიან თუ არა მოსწავლეებს სკოლაში? - ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება
28-08-2019
-
+


„წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ მთავრობის განკარგულების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, სკოლებში შესაძლოა აუცრელი მოსწავლეები აცრან.

ვინ გაუწევს მოსწავლეების სკოლებში აცრას მონიტორინგს? როდის ჩატარდება აცრები? შეეძლებათ თუ არა მშობლებს აცრებზე უარის თქმა? - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge-ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე ესაუბრა.

მისი თქმით, დღეისათვის წითელას აფეთქებაა საქართველოში და როცა სიტუაცია თავისი კრიტერიუმებით აღარ იქნება შეფასებული, როგორც აფეთქება და დაუბრუნდება ნორმალურ ნიშნულს, მთავრობის განკარგულება ძალას დაკარგავს.

როგორც მარინა დარახველიძე განმარტავს, სკოლებში სწავლის დაწყებასთან ერთად, ბავშვების სიმჭიდროვე იზრდება. ამიტომ, თუ იმუნური ფონი დაბალია და ეს იმით არის განპირობებული, რომ ბავშვი არასრულად ან საერთოდ არ არის აცრილი, არსებობს საშიშროება იმისა, რომ ვირუსი ძალიან სწრაფად გავრცელდეს.

- ვინ გაუწევს მოსწავლეების აცრას მონიტორინგს?

- განკარგულებაში მითითებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში ამცრელი ბრიგადები სკოლებში შევლენ, თუმცა შესაძლებელია ბავშვები სამედიცინო დაწესებულებაში წაიყვანონ ასაცრელად და ეს სიახლე არ არის.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები ყველა რაიონშია. ისინი თავიანთი უფლება-მოვალეობების ფარგლებში მთელ რაიონში ადევნებენ თვალყურს მიმდინარე პროცესებს, რაც აცრებს, ეპიდაფეთქებას სხვა სიტუაციებს ეხება. თავის მხრივ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები  ფუნქციურ კავშირში არიან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.

ის ღონისძიებები, რომლებიც დღემდე განვახორციელეთ დამატებით აცრების სახით, ძალიან შედეგიანი და ეფექტური იყო. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი მდგომარეობა გვაქვს დღეისათვის და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება იმ ბავშვების მიმართ, რომლებსაც არ გააჩნიათ სრული იმუნური სტატუსი.

- როდის ჩატარდება სკოლებში აცრები?

- აცრების ჩატარება სკოლებში კონკრეტულ თარიღს არ უკავშირდება. აცრების ჩატარების ვადების დაწესება შეუძლებელია. დღესდღეობით, წითელას აფეთქებაა საქართველოში.  ამ დროისათვის, დაახლოებით, 3 900-მდე წითელას შემთხვევა ფიქსირდება და 150 000 ადამიანი დამატებით, არაგეგმიურად აიცრა ამ ვაქცინით. ეს აუცილებელი ღონისძიებაა იმისათვის, რომ შეჩერდეს წითელას აფეთქება და კიდევ უფრო არ გავრცელდეს.

იანვრის განკარგულების თანახმად, აცრები გაგრძელდება მანამ, სანამ მდგომარეობა არ დარეგულირდება. ჯერჯერობით განკარგულება ისევ ძალაშია.

როცა სიტუაცია თავისი კრიტერიუმებით აღარ იქნება შეფასებული, როგორც აფეთქება და დაუბრუნდება ნორმალურ ნიშნულს, ამ შემთხვევაში განკარგულება დაასრულებს მოქმედებას. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, აცრები ერთჯერადი და მიმდინარეა. რაც შეეხება გეგმურ ვაქცინაციას, ეს ჩვეულებრივი იმუნიზაციის კალენდარია, მუდმივმოქმედია, ის ყოველთვის ძალაშია და მას დასასრული და დასაწყისი არ გააჩნია.

- სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ თუ არა მშობლებს აცრებზე უარის თქმა?

- „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში“ მითითებულია, რომ მიმდინარე წელს კანონში პარლამენტმა შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც გეგმიური პროფილაქტიკური ვაქცინაციით გათვალისწინებული აცრები სავალდებულოა, თუ საქმე ეპიდემიას ან პანდემიას არ ეხება, თუმცა ადამიანის უფლებების გათვალისწინებით, გარკვეულ შემთხვევებში ადამიანებს შეუძლიათ აცრებზე უარი თქმა, თუ საფრთხე არ  ემუქრება მათ ჯანმრთელობას.

ჩვენ მიერ შემუშავებულ ახალ კანონში მითითებულია სპეციალური ფორმა, რომელსაც „დაუსაბუთებელი უარის ფორმა“ ჰქვია, რაც გულისხმობს იმას, აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში ეს ფორმა ივსება და პასუხისმგებლობა ადამიანს ეკისრება.

- და ბოლოს რამდენჯერ უნდა იყოს ბავშვი წითელაზე აცრილი და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი თუ აცრის სტატუსის შესახებ ინფორმაცია არ აქვს?

- წითელას მყარი იმუნიტეტი მაშინ ყალიბდება, როდესაც ბავშვი ორჯერ არის აცრილი 1 წლის და 5 წლის ასაკში. ბავშვის ორჯერ აცრა კი სავალდებულოა. ხოლო, მათ, ვისაც არ ახსოვთ თავიანთი აცრის სტატუსი, სამედიცინო დოკუმენტაცია ადვილად ხელმისაწვდომია მკურნალ ექიმთან, რომ ბავშვი არ არის სრულად აცრილი და უნდა აიცრას წითელა, წითურა ვაქცინით, რომელიც უფასოა ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს ღონისძიება ბავშვის ჯანმრთელობისთვის სასიკეთო და აუცილებელია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით კი ნამდვილად გამართლებულია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება