სიახლეები
სამასწავლებლო

„ელექტრონული პროგრამის ამოქმედებით მოსწავლეთა სასკოლო წარმატებები გაუმჯობესდება“ - დირექტორების შეფასებები
27-08-2019
-
+


2019 წლის ბოლოდან სკოლებში, სავარაუდოდ,  ელექტრონული პროგრამა ამოქმედდება, რომლითაც მშობლები შვილებზე ინფორმაციას შეიტყობენ. ამასთან, იგეგმება ელექტრონული ჟურნალის შემოღებაც, რომელშიც  მოსწავლეების აქტივობა, გაკვეთილზე დასწრებისა და მიღებული შეფასების შესახებ ინფორმაცია იქნება ასახული.

შეუწყობს თუ არა ხელს აღნიშნული  პროგრამა მოსწავლეთა სასწავლო წარმატებების გაუმჯობესებას და რამდენად გაზრდის ელექტრონული პროგრამის ამოქმედება მშობლების ჩართულობას თავიანთი შვილების სასწავლო პროცესში? - ამ საკითხთან დაკავშირებით ETALONI.GE სკოლის დირექტორებს ესაუბრა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი - ნინო ჯალიაშვილი:

„მივესალმები ახალ ინიციატივას - სკოლებში ელექტრონული პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენს სკოლაში საკმაოდ გაუმართავი ინტერნეტია, რის გამოც, ვფიქრობ, ჩვენი სკოლის მოსწავლეების მშობლებისთვის ელექტრონული ჟურნალი მიუწვდომელი იქნება“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლის დირექტორი - რევაზ ბასილაძე:

„რაც მეტად იქნება მშობელი შვილის სასკოლო პროცესში ჩართული, მით უკეთესი იქნება მისთვის. ასე რომ,  მივესალმები აღნიშნულ ინიციატივას. დარწმუნებული ვარ, ელექტრონული პროგრამის ამოქმედებით, მოსწავლეთა სასკოლო წარმატებები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კვირიკეთის საჯარო სკოლის დირექტორი - ნათია მიქელაძე:

„ელექტრონული პროგრამის ამოქმედება სკოლებში ჩემი აზრით, ძალიან კარგი პროექტია, თუმცა სკოლა შესაბამისი ტექნიკით უნდა იყოს აღჭურვილი,  იმისთვის რომ შესაძლებელი იყოს აღნიშნული პროგრამის განხორციელება. ჩვენი სკოლის კომპიუტერები ძველია, რის გამოც, ვფიქრობ, ამ ინიციატივის განხორციელება ჩვენს სკოლაში რთულია“.

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შორაპნის საჯარო სკოლის დირექტორი - ნოდარ ოსაძე:

„ვფიქრობ, ელექტრონული ჟურნალის ამოქმედება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად. ასე რომ, მივესალმები ამ ინიციატივას". 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ჭოღას თემის საჯარო სკოლის დირექტორი - ჯემალ შენგელია:

„ზოგიერთი მოსწავლის მშობელს ქუდი რომ შეუგდო, სკოლაში არ მოვა. დაინტერესებული მშობლები ვფიქრობ, აღნიშნული პროგრამით უფრო მეტად იქნებიან ჩართულები თავიანთი შვილების სასწავლო პროცესში“.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თაიას საჯარო სკოლის დირექტორი - ლონგინოზ თოდუა:

„ჩემი აზრით, ძალიან კარგი ინიციატივაა სასკოლო პროცესში ელექტრონული პროგრამის ამოქმედება. ვფიქრობ,  პროგრამა მოსწავლეთა წარმატების გაუმჯობესების პროცესს შეუწყობს ხელს. ჩვენი სკოლის მოსწავლეების მშობლები მეტ-ნაკლებად ჩართულები არიან თავიანთი შვილების სასწავლო პროცესში“.

შუახევის მუნიციპალიტეტის კარაპეტის საჯარო სკოლის დირექტორი - ვალოდია ზოიძე:

„მივესალმები ახალ ინიციატივას. ვფიქრობ, ელექტრონული პროგრამა სკოლასა და მოსწავლეების ოჯახებს დაგვაახლოებს. გარდა ამისა, მშობლებს მეტი საშუალება ექნებათ,  თვალი ადევნონ თავიანთი შვილების სასწავლო მიღწევებს. ჩვენი სკოლის მოსწავლეების მშობლების ჩართულობით შვილების სასკოლო პროცესში, უკმაყოფილო ვარ. რადგან თუ არ მოვიწვიეთ სკოლაში, თავიანთი ინიციატივით არ მოდიან“.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტაბაკინის საჯარო სკოლის დირექტორი - გურამ კელენჯერიძე:

„ელექტრონული ჟურნალების გამოყენება, ვფიქრობ, მოსწავლეთა მშობლებს თავიანთი შვილების კონტროლის საშუალებას მისცემთ. ჩვენი სკოლის მოსწავლეების მშობლები ძალიან დაკავებულები არიან, თუმცა მათი ჩართულობით ბავშვების სასწავლო პროცესში, უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ“.

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჭელიაღელის  საჯარო  სკოლის დირექტორი - იგორ აბუთიძე:

„ჩვენს სოფელში ელექტროენერგია ხშირად არ არის და შესაბამისად, ვფიქრობ, აღნიშნული პროგრამით ვერ ვისარგებლებთ. სკოლაში სულ 7 ბავშვი სწავლობს. შესაბამისად, მათი მშობლები სასკოლო პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებენ“.

შუახევის მუნიციპალიტეტის უჩამბის საჯარო სკოლის დირექტორი - ჯემალ გამრეკელიძე:

„ჩვენს დროში ყველაფერი ელექტრონულად ხდება და  თუ  ჟურნალიც ელექტრონული გვექნება, მაგას რა ჯობია. ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მშობლები საკმაოდ პასიურები არიან. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მათ, ვინც დაინტერესებულნი არიან თავიანთი შვილების სასკოლო წარმატებებით,  ისედაც ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში. ხოლო,  ვისაც არ აინტერესებთ ბავშვების აკადემიური მოსწრება, საერთოდ არ ნახავს აღნიშნულ ჟურნალს“.

ვეფხია ჯიშკარიანის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის საწულუკიძეოს საჯარო სკოლის დირექტორი - დარიკო გორდულაძე:

„თუ დაინერგება სკოლებში ელექტრონული პროგრამა, წინააღმდეგი არ ვიქნები. ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და ჩვენი სკოლის მოსწავლეების მშობლები ისედაც ჩართულები არიან თავიანთი შვილების სასწავლო პროცესში“.

ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი - სვეტლანა რურუა:

„თუ პროექტი დროულად ამოქმედდა, კარგი ინიციატივაა. რაც შეეხება საკითხს, გაზრდის თუ არა ელექტრონული ჟურნალი მშობლების ჩართულობას თავიანთი შვილების სასწავლო პროცესში, ვფიქრობ, ეს თავად მშობლებზეა დამოკიდებული. ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლები მეტად არიან ჩართულები შვილების სასკოლო ცხოვრებაში, ვიდრე მაღალი კლასების მოსწავლეების მშობლები“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალი გათიშულია - 8 იანვარს შეტანილი მონაცემები არ აისახება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებლებისთვის! -  თუ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები ჯერ არ მოგიწესრიგებიათ 

1250-650 და 500 ლარს სტუდენტები მიიღებენ - მაგისტრანტებს ფულადი წახალისება არ ეხებათ  - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა კოსტიუმი და მეტად გაახალისეს და გაამრავალფეროვნეს გარემო

წინასაახალწლო პერიოდმა სკოლაში ძალიან მხიარულად ჩაიარა

ეს დღე თითოეული მათგანისთვის დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება