მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მიმდინარე წლის შემოდგომაზე სისტემას ეყოლება 33 000 პედაგოგი, რომელთაც სტატუსი აიმაღლეს“, - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.
მიმდინარე წლის 27 აგვისტოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ სტატუსის მქონე მასწავლებლები ოქტომბრიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ.
„2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით. ხოლო მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში, კიდევ მეტს.
პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნებათ, საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება. მიმდინარე წლის შემოდგომაზე სისტემას ეყოლება 33 000 პედაგოგი, რომელთაც სტატუსი აიმაღლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროცესშია შესაბამისი საბიუჯეტო ცვლილებები“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
აქვე აღსანიშნავია, რომ გასული სასწავლო წლის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში 60 000-მდე მასწავლებელი ასწავლის. აქედან დაახლოებით 60% პრაქტიკოსია. ამასთან, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე დაახლოებით, 31 500 აპლიკანტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც 10 000 მასწავლებლობის მსურველია, 20 000-ზე მეტი კი - პრაქტიკოსი პედაგოგი. მასწავლებელთა გამოცდის შედეგები ცნობილი სავარაუდოდ სექტემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.
იხილეთ ასევე: სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციას და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს ანაზღაურება შემოდგომიდან გაეზრდებათ
„ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი, ოქტომბრიდან ანაზღაურება გაეზრდება“ - მიხეილ ბატიაშვილი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ბავშვებმა მოამზადეს რეკლამა უმცროსი მეგობრებისთვის