TOP ნიუსი
სიახლეები
საინტერესო

როგორ არის რეალიზებული საშინაო განათლება სხვადასხვა ქვეყანაში
04-09-2019
-
+


ინდივიდუალური საგანმანათლებლო ტრაექტორიის შექმნა - განათლებისადმი ერთ-ერთი მთავარი თანამედროვე მიდგომაა. კონკრეტულ მოსწავლეზე ორიენტირება სახლის პირობებში სრულიად ბუნებრივად ხორციელდება. შესაძლოა სწორედ ეს არის საშინაო განათლების პოპულარობის ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ქვეყნებში, სადაც ის კანონით არის გათვალისწინებული. 

ქვეყნები, სადაც საშინაო განათლება აკრძალულია

არის ქვეყნები, რომლებშიც საშინაო განათლება კანონის ჩარჩოებს სცდება. ასე მაგალითად, გერმანიაში 1918 წლიდან, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს დამტკიცებული, სავალდებულო სასკოლო დასწრება მოქმედებს.

ამ წესის დარღვევა საკმაოდ მკაცრად ისჯება: გარდა ჯარიმისა საშინაო განათლების მომხრეებმა, შესაძლოა, მშობლის უფლებების ჩამორთმევის შესახებ სარჩელი მიიღონ და ასევე თავისუფლების აღკვეთა დაემუქროთ. საშინაო განათლება ოფიციალურად დაშვებულია მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის და წონიანი მიზეზის არსებობის დროს.

საშინაო განათლება, როგორც განათლების ფორმა, არ არის აღიარებული ნიდერლანდებში. უფლების მიღება შესაძლებელია მხოლოდ სამი მიზეზის არსებობის შემთხვევაში: თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, თუ ბავშვი ჩარიცხულია და რეგულარულად ვერ დადის უცხოურ სკოლაში და ასევე თუ მშობლებს აქვთ განსაკუთრებული რელიგიური შეხედულებები. დანარჩენ შემთხვევებში ბავშვი, რომელიც 5 წლის გახდა, იძულებულია  სკოლაში იაროს.

შვედეთში, ნიდერლანდებისგან და ზოგიერთი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, რელიგიური ფილოსოფიური შეხედულებები საშინაო განათლების უფლების მიღების მიზეზი ვერ გახდება. მისი მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც ქვეყანაში დროებით მუშაობენ. დანარჩენ შემთხვევებში საშინაო განათლება განიხილება, როგორც დამატებითი საგანმანათლებლო საქმიანობა.

როგორც სოციალური ინსტიტუტი საშინაო განათლება არ არის გათვალისწინებული ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაში, ჰონგ-კონგში, თურქეთში (მაგრამ აქ არსებობს სწავლების დისტანციური ფორმა). 



საშინაო განათლებისადმი სრულიად სხვა მიდგომაა აშშ-ში, დიდი ბრიტანეთში, კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. სწორედ ამ ქვეყნებში შეინიშნება იმ ბავშვების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, რომლებიც განათლებას ოჯახში იღებენ.

ასე, მაგალითად, აშშ-ს განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დაახლოებით 2 მილიონი ბავშვი განათლებას ოჯახში იღებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მას საშინაო განათლების ნაციონალური ასოციაცია კურირებს, მაგრამ თითოეული შტატი დამოუკიდებლად ადგენს საკუთარ წესებს. 

ორეგონი ამ მხრივ ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ შტატად ითვლება. აქ ბავშვები მე-3, მე-5, მე-8 და მე-10 კლასებში სავალდებულო ატესტაციას გადიან. საოჯახო სკოლები კი ძალიან მკაცრად კონტროლდება სასკოლო განათლების დეპარტამენტის მიერ.

კალიფორნია საშინაო განათლების რეალიზაციის სირთულის მხრივ მერე ადგილზეა. ამ შტატში მშობლებს, იმისთვის რომ საკუთარ შვილის ასწავლონ, ამ თუ იმ დისციპლინის სწავლების უფლების მოსაპოვებლად გამოცდის ჩაბარება უხდებათ ან პედაგოგიური განათლება უნდა ჰქონდეთ. ბავშვების ატესტაციას სკოლა ატარებს.

გამოირჩევა ტეხასის შტატი: აქ საშინაო განათლება სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად არანაირად არ კონტროლდება. საოჯახო განათლების ფორმაზე გადასასვლელად მშობლისთვის აუცილებელია მხოლოდ შესაბამისი განცხადების დაწერა. 

აშშ-ში საშინაო განათლებაზე მყოფი ბევრი ბავშვი კერძო მასწავლებლების რესურსებს და ადგილობრივი კოლეჯების პროგრამებს იყენებს. პროგრამები მას კრედიტების მიღების საშუალებას აძლევს სასკოლო კურსის შემდეგ განათლების მისაღებად.

კანადაში ბავშვების დაახლოებით 1-2% სწავლობს სახლში, რაც დაახლოებით 60 000 ადამიანს შეადგენს. საშინაო განათლებაზე მყოფი ბავშვების მშობლებს საკომპენსაციო თანხის მიღების უფლებაც კი აქვთ, მართალია, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო საოჯახო განათლების ხარისხს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს. უნივერსიტეტში ჩაბარებისას იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც საოჯახო განათლება მიიღეს, დამატებით ჩასაბარებელი გამოცდების მთელი სისტემა არსებობს.

დიდ ბრიტანეთში, სადაც სახელმწიფო განათლება საკმაოდ ძვირია, საშინაო განათლება ასევე ძალიან პოპულარულია. მას ირჩევენ ოჯახები, რომლებსაც სკოლის გადასახადის გადახდა არ შეუძლიათ და ასევე მშობლები, რომელთა შვილებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

მშობლები, რომლებიც საკუთარი შვილებისთვის განათლების ასეთ ტიპს ირჩევენ, იძულებულნი არიან ორგანიზება გაუკეთონ სასწავლო პროცესს იმავე დონეზე, როგორც სკოლაშია. სახელმწიფო ყურადღებით აკონტროლებს ასეთ ოჯახებს: თუ მოულოდნელად ოჯახში მისული ინსპექტორი საჭირო დღეს და საათს ბავშვს გაკვეთილებთან ვერ ნახავს, მშობლებს შესაძლოა პრობლემები შეექმნათ.

ბავშვებს, რომლებიც დიდი ბრიტანეთში საშინაო განათლებას იღებენ, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ყველა ღონისძიებაში, რომლებსაც სკოლები ატარებენ.

საშინაო განათლების მიღების წესები ქვეყნებში, სადაც ის კანონმდებლობით ნებადართულია, ერთმანეთს ჰგავს:

  • ბავშვების რეგისტრაცია პასუხისმგებელ ორგანოებში;
  • ბავშვების რეგულარული ატესტაცია (გამოცდები);
  • საშინაო განათლების ნებართვის ავტომატური ანულირება, თუ ბავშვი გამოცდებზე არადამაკმაყოფილებელ შედეგებს აჩვენებს;
  • სოციალური ან სხვა სამსახურების მიერ საშინაო განათლების ხარისხის კონტროლი;
  • საშინაო განათლებაზე გადასასვლელად განსაკუთრებული მიზეზების არსებობა  (მაგალითად, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ცხოვრების განსაკუთრებული სტილი, განსაკუთრებული რელიგიური შეხედულებები და ა.შ).

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება