მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხშირად მშობლები გაოგნებულები არიან, როცა იგებენ, რომ მათ პატარა შვილს კარიესი აწუხებს. ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა პირველი კბილის ამოჭრისთანავე უნდა დავიწყოთ, რათა თავიდან ავიცილოთ პირის ღრუს გართულებები.
ამერიკის პედიატრიული აკადემია (AAP) გასწავლით ეფექტურ მეთოდებს, როგორ მოუაროთ თქვენი პატარის კბილებს მარტივად:
დაიწყეთ ბავშვის კბილების გაწმენდა პირველი კბილის ამოჭრისთანავე
ბევრი მშობელი თვლის, რომ ბავშვის კბილებზე ზრუნვის დაწყება ადრეულ ასაკში არ არის მნიშვნელოვანი, რადგან პატარები კბილებს ხშირად იცვლიან, რაც არასწორი მიდგომაა, რადგან კბილის ნადებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გართულებები გამოიწვიოს.
დაგეგმეთ სტომატოლოგთან ვიზიტი
ამერიკის პედიატრიული აკადემია გირჩევთ, რომ ნუ დაელოდებით, ბავშვის კარიესს ან კბილის ტკივილს. დაგეგმეთ, პატარის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან 6 თვის ასაკში.
კბილების გაწმენდა პირსახოცით
ყოველ საღამოს გაუსუფთავეთ ბავშვს კბილები სველი პირსახოცით ან ნესტიანი ნაჭრით.
ფტორი
ბავშვის კბილების დაცვა ფტორითაც შეგიძლიათ-ნივთიერება, რომელიც მინანქარს ამაგრებს და მცირე ბზარებსაც ავსებს. ფტორიანი კბილის პასტით დღეში ორჯერ კბილების გამოხეხვა ბავშვის კბილებს გაფუჭებისგან იცავს, თუმცა ფტორის ხშირად გამოყენება თეთრ ლაქებს აჩენს. ამიტომ, მისი გამოყენებისას ზომიერება გმართებთ.
წყლის ბოთლი
ნუ მისცემთ ბავშვს წყლის ან საკვების ბოთლს დიდი ხნის განმავლობაში, ვინაიდან ბოთლზე დამაგრებულმა საცობმა შესაძლოა პირის ღრუს ინფექცია გამოიწვიოს.
ყურადღება მიაქციეთ კბილის ჯაგრისს
ჯაგრისს ბავშვის კბილის ზომის შესაბამისი თავი უნდა გააჩნდეს, ხოლო კიდეები მომრგვალებული, რათა ნაზი ლორწოვანი არ დაზიანდეს.
დაიცავით ბავშვის კბილის ჯაგრისის ჰიგიენა
მას შემდეგ, რაც პატარას კბილებს გაუხეხავთ, ყურადღებით გაწმინდეთ მისი კბილის ჯაგრისი, რადგან მასზე შესაძლოა დიდი რაოდენობით ბაქტერიები დარჩეს.
კბილების გამოხეხვა თამაშად აქციეთ
სანამ პატარას კბილების ჰიგიენაზე ზრუნვას მიაჩვევთ, ეთამაშეთ მას კბილების გასუფთავების პროცესში. თამაში კბილებზე ზრუნვას მისთვის სასიამოვნო პროცესად აქცევს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.