მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, სახელმწიფო გრანტი 6 546-მა სტუდენტმა მოიპოვა.
მათგან 100%-იანი გრანტი - 1011 აბიტურიენტმა, 70%-იანი გრანტი - 1452-მა აპლიკანტმა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება 4083-მა აბიტურიენტმა მიიღო.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა, 2019 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 28740-მა აბიტურიენტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 71%-მა ჩააბარა.
სოფო გორგოძის ინფორმაციით, აპლიკანტების დაახლოებით 2% არის ისეთი, რომელმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სავალდებულო საგანში, მაგრამ ვერ ჩაირიცხნენ უმაღლესებში, იმის გამო რომ არ ჰქონდათ არჩევანი გაკეთებული.
„ეს მოხდა ძირითადად ისეთ შემთხვევებში, როდესაც პროგრამაზე იყო მაღალი კონკურსი ან გაზრდილი იყო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია აბიტურიენტებს, რომ შეუზღუდავად შეეძლოთ მათ პროგრამების არჩევა, როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ კონკრეტულ მიმართულებებზე სურდათ სწავლის გაგრძელება და არა სხვა პროგრამებზე. ამის შედეგადაც მოხდა ასე, რომ ზღვარი გადალახეს, თუმცა ვერსად ჩაირიცხნენ“,-განაცხადა სოფო გორგოძემ.
ასევე იხილეთ: მინიმალური საგრანტო ქულები საგნების მიხედვით
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გათანაბრებული ქულები
სოფო გორგოძე აბიტურიენტებს აფრთხილებს - „ინფორმაცია, რასაც Naec-ის ვებ-გვერდზე ნახავთ, ჩარიცხვას არ ნიშნავს“
2019 წლის ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია - ინფორმაცია ჩარიცხვებისა და გრანტის მოპოვების შესახებ
2019 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად, 28 740 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელების რეგისტრაცია და რა დოკუმენტებია საჭირო?!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
წმიდა ტბელ აბუსერისძის ტაძარში, სადღესასწაულო წირვაზე კი გიმნაზიის 300-მდე მოსწავლე ეზიარა
სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია