სიახლეები
სიახლეები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მშობლებისთვის ვიდეომიმართვა გაავრცელა
12-09-2019
-
+


„ეტალონის“ და izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მშობლებისთვის ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„განსაკუთრებით მივესალმები „ეტალონსა“ და izrune.ge-ში ჩართულ უამრავ მზრუნველ მშობელს. სტატისტიკამ აჩვენა, რომ izrune.ge - ში ჩართულ მშობელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება.  შარშანწინ, 2017-2018 სასწავლო წელს izrune.ge-ში ჩართული იყო 11 500 მშობელი და ოჯახი.  2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში 35 000-ზე მეტი ოჯახსა და მშობელზე მეტი ჩაერთო და გაიგეს, რომ შვილებზე ზრუნვა მათ ხელშია. 

მინდა გითხრათ, რომ მომავალ წელს 120 000 მშობელსა და ოჯახს საშუალება ექნება თვალი ადევნოს, მუდმივ რეჟიმში, საკუთარი შვილის აზროვნებისა და განათლების დონე თანამედროვე ტექნოლოგიებით და აქვე გეტყვით, რომ დღეს პირველად ვიმყოფები იქ ცენტრში, სადაც ყველაფერი ეს მზადდება თქვენთვის, სადაც ასიათასობით ადამიანს ახარებენ. ეს არის ყველა იმ პროცესების გონი, გონიერების ადგილი, სადაც 2 500 000 - ზე მეტი ტესტი მზადდება. 



მინდა წარმოგიდგინოთ და გაჩვენოთ, რა იგეგმება მომავალში იმისათვის, რომ თქვენმა შვილებმა მიიღონ რაც შეიძლება კარგი განათლება. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა ეფექტურ განათლებას, რაც ასე მნიშვნელოვანია. 

მაშ ასე, izrune.ge კვლავაც იწყებს ახალი ტექნოლოგიებითა და ახალი მიდგომებით მუშაობას, რომელსაც პირდაპირ რეჟიმში გაგაცნობთ. მსურს მოგახსენოთ, უპირველესი თანამედროვე სიახლე, გარდა იმისა, რომ ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს იქნება კვლავაც შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე, მოსწავლეებისთვის ყოველთვიურად მზადდება 2 500 000-ზე მეტი ტესტი. თქვენი შვილი მიიღებს ინდივიდუალურ, საგნობრივად შეწონილ და მეთოდოლოგიურად გამართულ ტესტს. თქვენი მოვალეობაა ერთადერთი რამ, დაარეგისტრიროთ თქვენი შვილი izrune.ge-ზე, გაააქტიუროთ და ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, რომელსაც ჩვენ ვუწოდეთ შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე, სადაც არ უნდა იყოთ, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი სოციალური მდგომარეობის მქონე მშობელი და ოჯახი, ნებისმიერი რელიგიური მრწამსისა თუ პოლიტიკური შეხედულების, ასაკის, პროფესიის, თქვენ საშუალება გექნებათ, რომ თქვენს შვილს ბედნიერი მომავალი შეუქმნათ. მიუჯდეთ შვილს გვერდით, რათა დაინახოთ, როგორ ვითარდება მისი აზროვნება და განათლება. ტესტირების დამთავრების შემდეგ, სულ ხუთ წამში შეიტყობთ, თუ რამდენი ქულა დააგროვა, რა ვერსიები შეარჩია: სად იყო ის თავშეკავებული; გასცა სწორი პასუხი და სად დაუშვა შეცდომა; 

მაშ ასე, რა სიახლე გვაქვს ?! მთავარი სიახლე: ყოველი თვის მეორე კვირა იქნება წიგნიერების დღე. თბილისის ექვსი სკოლის გამორჩეული 77 პედაგოგი ზაფხულის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა იმისათვის, რომ განესაზღვრა, თუ რა არის თითოეული კლასის მოსწავლისთვის აუცილებელი წასაკითხი, რათა მათ წიგნებიდან მეტი გონიერება აითვისონ. მათ შეარჩიეს ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების წასაკითხი წიგნები ყველა კლასის მოსწავლეებისთვის. თქვენი შვილები, ყოველი თვის მეორე კვირას, მიიღებენ ტესტებს კლასიკური ნაწარმოებებიდან და შეიტყობთ თუ რამდენად კარგად გაიაზრეს ეს წიგნები. წიგნების ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ izrune.ge-ზე. 

ასევე მოგახსენებთ, რომ ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი იქნება მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე - „გზა ევროპისკენ“. მსურს გითხრათ, რომ კითხვების შედგენაში ქუთაისიდან 78 გამორჩეული პედაგოგია ჩართული. აქვე ერთვება: საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის, იუსტიციის სამინისტროები. ასევე, ვფიქრობ, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებიც ჩაერთვება, რათა შეადგინონ კითხვები და მოგაწოდონ, დიპლომატიური კორპუსიც მალე ჩაერთვება. 

მსურს, პატარა სიახლეც დავაანონსო - ახლო მომავალში, გაზაფხულიდან ყოველი თვის პირველი ხუთშაბათი იქნება ბიზნეს-აზროვნების განვითარების დღე. 

ყოველი თვის მესამე ხუთშაბათი იქნება უცხო ენების ტესტების დღე და თქვენი შვილები დონეების მიხედვით მოტივირებულად დაეუფლებიან ამა თუ იმ ენას. 

გზადაგზა მოგაწვდით იმ სიახლეებს, რომლებიც izrune.ge-ზე იგეგმება. მანამდე კი გეტყვით, რომ საიტზე დარეგისტრირება და შვილების გააქტიურება უმარტივესად შეგიძლიათ izrune.ge-ზე და ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ კლასის დამრიგებელს, სკოლის დირექტორს ან რესურსცენტრის ხელმძღვანელს. 

ჩვენთან მუშაობს კვალიფიციური ქოლცენტრი, რომელიც ცხელი ხაზის ფუნქციასაც ასრულებს. 

დროებით გემშვიდობებით და შეგახსენებს ჩვენს ძირითად სლოგანს - „განათლება და ღირსება, ბედნიერება ყველას სჭირდება!“

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება, ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია

სიახლეები
საზოგადოება