სიახლეები
ინტერვიუ

არის თუ არა ახალი თაობა კითხვის მოყვარული - ინტერვიუ მერვეკლასელ ნანო ჯაფარიძესთან
22-09-2016
-
+


ხშირად ამბობენ, ახალ თაობას კითხვა არ უყვარს და „უწიგნურები“ არიანო. თუმცა, რეალურად ასე არ არის. თანამედროვე ტექნიკურმა მიღწევებმა წიგნი ბოლომე მაინც ვერ ჩაანაცვა. სკოლის მოსწავლეები მასწავლებლის რჩევით, თუ საკუთარი ინიციატივით ხშირად კითხულობენ წიგნებს და მსჯელობენ კიდეც მათ შესახებ.

თბილისის 171-ე საჯარო სკოლის VIII კლასელი ნანო ჯაფარიძე სკოლაში წარჩინებული მოსწავლეა. როგორც თვითონ აღნიშნავს, ზოგადად სამეცადინო ბევრი აქვს, მაგრამ კითხვისთვის დროს სულ გამოძებნის ხოლმე.

"ბევრი სამეცადინო მაქვს ხოლმე, მაგრამ კითხვა მიყვარს და ამიტომ მისთვის დროს სულ გამოვძებნი. დღის განმავლობაში ათი გვერდი რომ იყოს, მაინც წავიკითხავ." 

ძირითადად რა ჟანრის წიგნებს კითხულობ?

უმეტესად ფანტასტიკა, სათავგადასავლო, დრამა და მელოდრამა მიტაცებს. ფანტასტიკით ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული, ხოლო დრამა და მელოდრამა „Liberteens”-მა შემაყვარა.

შენი კლასელები რას კითხულობენ?

ჩემი კლასელებიც, ჩემ მსგავსად,დაინტერესებულნი არიან სათავგადასავლო წიგნებით.

განიხილავთ, თუ არა წაკითხულ წიგნებს კლასში?

რა თქმა უნდა! ეს ჩვენი საყვარელი საქმეა. ერთმანეთს ყოველდღიურად ვუყვებით წიგნის სიუჟეტს. ხშირად შთაბეჭდილებებს მასწავლებლებსაც ვუზიარებთ.

ქართველი მწერლების ნაწარმობებს  თუ კითხუობ?

ქართველი მწერლების შემოქმედებას ძირითადად სკოლაში ვსწავლობთ და განვიხილავთ.თუმცა არის მოთხრობები, რომლებსაც დამოუკიდებლადაც ვკითხულობ.

რა დროს უთმობ წიგნის კითხვას?

წიგნების კითხვა ძალიან მიყვარს.ამიტომ სულ ვცდილობ გამოვნახო დრო, თუმცა მერვე კლასში ეს ძალიან მიჭირს. არდადეგებზე კი უმეტეს დროს კითხვას ვუთმობ მით უმეტეს, თუ წიგნმა გამიტაცა.

თუ წიგნმა არ დაგაინტერესა, მაგრამ პოპულარული წიგნია, მაინც აგრძელებ კითხვას?

პირველ რიგში მნიშვნელოვანია რამდენად პოპულარულია წიგნი. მიჭირს იმ წიგნის წაკითხვა, რომელიც არ მომწონს. ამიტომ კითხვის პროცესს ვაჭიანურებ, თუმცა ბოლომდე ყოველთვის ვკითხულობ.

რომელია შენი საყვარელი წიგნი და რას იტყვი მის შესახებ?

რა თქმა უნდა, ჯოან როულინგის „ჰარიპოტერი“! ამ წიგნზე ნამდვილად ბევრის თქმა შემიძლია. თუმცა მოკლედ გეტყვით, რომ ეს ნამდვილად არაა საბავშვო, ფანტასტიკური წიგნი ჯადოქრობაზე, არამედ მასში ბევრი სხვა აზრია ჩადებული. ეს სათავგადასავლო წიგნი ჩემი ფავორიტი წიგნია ბავშვობიდან! სწორედ მან შემაყვარა ფანტასტიკა.

თავად ხომ არ წერ საინტერესო ჩანახატებს ?

მიყვარს ჩანახატების წერა. ბევრი რამ მაქვს დაწყებული, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დამთავრებული (რა თქმა უნდა, არც ერთი არ მომწონს) და ასევე ვაწარმოებ პირად დღიურს!

 

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პრობლემები უკავშირდება ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ დაბალ ინფორმირებულობას, სტერეოტიპებსა და შესაბამის პრაქტიკას

რატომ ვთესავთ ხორბალს წინასააღდგომოდ და რა უნდა გავითვალისწინოთ ხასხასა ჯეჯილის მისაღებად

პიროვნება

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად სოკრატეს ავირჩევდი“ - გაეცანით, სამების საჯარო სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის შეხედულებებს

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასთან თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება“

სკოლები

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება