სიახლეები
საინტერესო

პირველკლასელთა მშობლების 7 ყველაზე გავრცელებული შეცდომა
04-09-2019
-
+


სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლაში წასვლა განსაკუთრებით ამაღელვებელია პირველკლასელებისა და მათი მშობლებისთვის. მშობლები ცდილობენ დაეხმარონ მომავალ მოსწავლეს სკოლასთან ადაპტაციაში და სწორედ ასეთ დროს, ხშირად, შეცდომებს უშვებენ. ამიტომ სასარგებლო იქნება გავიგოთ რისი გაკეთება არ შეიძლება იმისთვის, რომ ბავშვისთვის ცხოვრების ეს ნაწილი პოზიტიური იყოს.

გთავაზობთ პირველკლასელთა მშობლების ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს რომლებიც უკეთესია თავიდან ავირიდოთ. 

ბავშვთან ერთად უმალვე გაკვეთილების მომზადების დაწყება ან საერთოდ მის ნაცვლად გაკეთება, ისე რომ მისგან თხოვნას არც კი ელოდებით. იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვს საკუთარი ნასწავლის მიმართ პასუხისმგებლობა არ ჩამოუყალიბდება დიდია და სიხარულით დაგაკისრებთ მას თქვენ. ასეთ დროს შესაძლოა ბავშვმა სწავლის ინტერესი და სურვილი დაკარგოს. რისთვის, თუ ეს პირველ რიგში დედას სჭირდება?

ბავშვის შეშინება.
ნეგატიური პროგნოზი მაგალითად - „მორჩა, სერიოზული ცხოვრება იწყება, რაც სახუმარო არ არის, იქ შენ შეგაფასებენ!“ ან „ახლა შენ აღარ დაგრჩება დრო ყველა სისულელისთვის, თამაშისა და მულტფილმებისთვის!“. 
 
ნეგატიურ მოლოდინს შეუძლია ბავშვში შფოთვა და დაძაბულობა გამოიწვიოს და ხელი შეუშალოს სკოლასთან ნორმალურ ადაპტაციას.

პირიქით, თქვენ ეუბნებით, რომ ყველაფერი მარტივი და სახალისო იქნება. შეშინებული ბავშვის დარწმუნება, რომ სკოლაში ყველაფერი მარტივია და არანაირი სირთულეები არ ელოდება სულელური უკიდურესობაა.

დავუშვათ, იგი დაუჯერებს დედას, წავა სკოლაში და  იქ გარდაუვალ სირთულეებს - უსიამოვნო მასწავლებელს, შეუჩვეველ რეჟიმს, მოთხოვნებს წააწყდება. იგი ამისთვის მზად არ იქნება და სავარაუდოდ, უფრო მეტად შეეშინდება და დაიბნევა.

იდეალური შედეგების მოთხოვნა. ლამაზი და სუფთა წერა, გამოთქმით ნასწავლი ლექსები და ა.შ. 

მრავალჯერადი გადაწერით, ლამაზი და სუფთა წერისთვის ბრძოლა -  არის პირდაპირი გზა იქითკენ, რომ ბავშვი სკოლისგან სწრაფად დაიღლება, დაკარგავს ცნობისმოყვარეობას და სიხარულს.

ჩხუბი, მით უფრო დასჯა ცუდი ნიშნების გამო. ეს პუნქტი ზემოთ მოყვანილის ანალოგიურია. დამატებით ვიტყვით, რომ ცუდი შეფასება და სკოლაში მიცემული შენიშვნა არა განაჩენი არამედ ნიშანია, რომ ბავშვს რაღაც არ გამოსდის და დახმარება და არა დასჯა სჭირდება.

ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება კონფლიქტური სიტუაციების დროს სხვა ბავშვებთან, პედაგოგებთან. მნიშვნელოვანია, პირველ რიგში გარემოებების გარკვევა.

ბავშვის ჩივილის იგნორირება განსაკუთრებით ჩაგვრის შემთხვევაში. თუ ბავშვი ამბობს, რომ მას თანატოლები, მით უმეტეს პედაგოგები, გამუდმებით ჩაგრავენ.  არ ღირს ამის ყურადღების მოდუნება, იმ იმედით, რომ თავად გაერკვევა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება