მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როგორაა დაცული მოსწავლეთა უსაფრთხოება საჯარო სკოლებში და რა კეთდება ბულინგის პრევენციისთვის? ამ კითხვებით etaloni.ge-მ სკოლის დირექტორებს მიმართა.
ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჯიხანჯურის საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ხალვაში:
„უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მასწავლებლებისთვის დაწესებული გვაქვს მორიგეობა. თამბაქოს მოწევაზე და კვების ობიექტზე გვაქვს კონტროლი. ხშირად ვამოწმებთ წყლის ხარისხსაც. სკოლაში გარეშე პირების შემოსვლა აკრძალულია. შესაძლოა ჩემი სკოლა გამოვყო იმით, რომ ბულინგის შემთხვევები არასოდეს გვქონია“.
გორის მუნიციპალიტეტის არბოს საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ბედოიძე:
„მიუხედავად იმისა, რომ არ გვყავს მანდატურები, ჩვენს სკოლაში მოსწავლეთა უსაფრთხოება დაცულია. სკოლა მცირეკონტიგენტიანია და გვყავს უსაფრთხოებაზე გამოყოფილი პირი. მორიგე მასწავლებლები მოსწავლეებს მეთვალყურეობას უწევენ დასვენებაზე და გაკვეთილის მსვლელობის პროცესშიც. მეც ძალიან ხშირად ვდგავარ სკოლის სადარაჯოზე. ბულინგის შემთხვევები არ გვქონია“.
რუსთავის N21 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გავაშელი:
„სკოლაში გვყავს მანდატურები და გვაქვს ვიდეო სათვალთვალო სისტემა. კლასის ხელმძღვანელები, ადმინისტრაცია თუ დირექცია, ყველა ერთად ვზრუნავთ მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. ბულინგის პრევენციისთვის ვაჩვენებთ ფილმებს და შემდეგ ვაწყობთ განხილვებს. გვქონდა შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან. ბულინგის თემაზე მოვაწყვეთ კონკურსი და პლაკატების გამოფენა. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით საინფორმაციო ბუკლეტებიც დამზადეს“.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცხემლისხიდის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი სიჭინავა:
„პატარა სკოლა გვაქვს და მანდატურები არ გვყავს. მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის მასწავლებლების მორიგეობის სისტემა გვაქვს და გვყავს უფლებამოსილი პირიც. ბავშვებიც თავიანთი სურლვიმისამებრ ქმნიან მორიგეობის სიას, თვითმმართველობაც ერთვება ამ საქმეში. სკოლის შენობას დარაჯი იცავს. ბულინგის შემთხვევა არ გვქონია. ამ თემაზე მასწავლებლებს სათანადო ტრენინგები აქვთ გავლილი. მზაობა არის, რომ თუ ბულინგის შემთხვევას დავაფიქსირებთ, მის აღმოფხვრაზე ვიზრუნოთ“.
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ კაკაბაძე:
„სკოლაში არიან მანდატურები, გვაქვს კამერები, გვყავს დაცვა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი. ერთხელ სუიციდის შემთხვევა გვქონდა და გადავეცით სოციალურს სამსახურს. საქმეში ჩაერთო პოლიცია“.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გორგაძეების საჯარო სკოლის დირექტორი მინდია მახარაძე:
„სკოლის კონტიგენტი ცოტაა და მანდატურები არ გვყავს, თუმცა სკოლა საკმაოდ უსაფრთხოა. ბულინგის შემთხვევევბი არ გვაქვს. მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი პედაგოგი გვყავს გამოყოფილი. მასწავლებლებისთვის გვაქვს მორიგეობის სისტემა“.
რუსთავის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ლიქოკელი:
„ჩვენს სკოლაში ბევრი სიახლე გვაქვს. განახლებული ინფრასტრუქტურით ვხვდებით ახალ სასწავლო წელს. ბავშვთა უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, დაცულია. მშობლებსა დაა დამრიგებლებს შორის ისეთი საკომუნიკაციო სისტემა მაქვს შექმნილი, რომ ვახერხებთ უსაფრთხოების დაცვას. ყველა მშობელი არის მშვიდად, რომ მისი შვილი დროულად მოდის სკოლაში და თავის დროზე ბრუნდება სახლში. ამ ყველაფერს დამრიგებლები აკონტროლებენ. ბულინგის პრობლემა ჩვენთან ნაკლებადაა, თუმცა ვერავინ ვერ დადებს ამაზე თავს თუ მაგალითად კიბერბულინგზე იქნება საუბარი. ანონიმურ ყუთებთან დაკავშირებით ბავშვებთან ჩავატარე კვლევა. მოსწავლეები თვლიან, რომ ბულინგის რაღაც ელემენტები არის, თუმცა ჩაგვრის თუ ძალადობას შემთხვევები ჩვენთან არ დაფიქსირებულა“.
გორის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ იარღანაშვილი:
„სკოლაში არის მანდატურის სამსახური. მთლიან პერიმეტრზე გვაქვს სამეთვალყურეო კამერები. სკოლის ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს იმას, რომ მოსწავლეების უსაფრთხოება იყოს დაცული. კლასის დამრიგებლები სისტემატურად მუშაობენ მოსწავლეებთან. ბულინგთან დაკავშირებით ტარდება სადამრიგებლო საათები. მოსწავლეებს ვაცნობთ სკოლის შიდა განაწესს. ბულინგის შემთხვევების გამოვლენისთანავე ხდება მყისიერი რეაგირება. მე არ მინდა შევალამაზო სიტუაცია და ვთქვა, რომ ყველაფერი არის მაღალ დონეზე. გარკევული ხარვეზები არის და სკოლის ადმინისტრაცია თუ დამრიგებლები, მშობლებთან ერთად, დროულად ავლენენ მსგავს ფაქტებს და სათანადო რეაგირებასაც ახდენენ. კოორდინირებული მუშაობა შესაძლებლობას გვაძლევს მინიმუმამდე დავიყვანოთ ბულინგის შემთხვევები“.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის დირექტორი მედეა ობოლაძე:
„მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის სახით, ბრძანების საფუძველზე, გამოყოფილი გვყავს სასწავლო ნაწილი. ბულინგის შემთხვევები არ გვქონია. თუკი ასეთი შემთხვევა იქნება, საჭირო ზომებს მივიღებთ“.
თბილისის N62 საჯარო სკოლის დირექტორი ელენე შაბურიშვილი:
„უსაფრთხოებას მანდატურის სამსახურიც და პედაგოგებიც ერთობლივად უზრუნველვყოფთ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ჩვენი სკოლა შარტავას გამზირზე მდებარეობს. საკმაოდ გამკაცრებული გვაქვს მოსწავლეთა შემოსვლისა და გასვლის დრო. ბავშვი თუ წასასვლელია, დამრიგებელი მშობელს აცნობებს და მხოლოდ მათი ნებართვის შემთხვევაში ვუშვებთ. ბულინგი ძალიან ფარული საკითხია. შესაძლოა, ბავშვი მალავდეს სიმართლეს. ჩვენ მაქისმალურად ვცდილობთ, რომ თვითონ მასწავლებელი არ იყოს ბულერი და ბავშვების მიმღებლობა ჰქონდეს. დამრიგებლებს განსაკუთრებულად ევალებათ რაიმე სიმპტომის არსებობის შემთხვევაში შეისწავლონ ფაქტი და ერთდროულად გამოვასწოროთ საქმე. საბედნიეროდ, რაიმე სერიოზული არ ყოფილა“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებმა ანგარიშები უნდა წარადგინონ - კიდევ რა საკითხებს განიხილავს საბჭო
დირექტორმა სხვადასხვა საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს“
პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები