სიახლეები
ინტერვიუ, რჩევები

უსაფრთხო დიეტა თინეიჯერებისთვის - დიეტოლოგი მოზარდებს წონაში დაკლების ჯანსაღ მეთოდს გასწავლით
05-09-2019
-
+


გარდატეხის ასაკი ყველაზე რთული პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ბავშვობა გადასულია, მაგრამ მოზრდილობის ასაკი ჯერ არ დამდგარა. რას აღარ უწოდებენ ამ პერიოდს: პუბერტატულ პერიოდს, სქესობრივი მომწიფების ფაზას, გარდატეხის ასაკს - პერიოდს, როდესაც ყველაფერს განიცდი და ყველაფერზე რეაგირებ.

პუბერტატული ასაკი ზრდა-განვითარების ის პერიოდია, როდესაც მრავალი პრობლემა წამოყოფს თავს, ხოლო უკვე არსებული მწვავდება. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა სწორედ ამ ასაკში წონის მატებას უკავშირდება. ხშირად, მოზარდი გოგონები და ბიჭები ზედმეტი კალორიების მოცილების მიზნით ათასგვარ დიეტას მიმართავენ, რომლებიც საზიანოა მათი ჯანმრთელობისთვის.

როგორ უნდა მოხდეს წონის კორექცია, ისე რომ საზიანო არ იყოს მოზარდების ჯანმრთელობას? - ამ საკითხზე სასაუბროდ ETALONI.GE-სთან კლინიკა „აქსა მედიქალის“ პროფესორი, ნუტრიციოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი - ნინო თოთაძე საუბრობს.

- როგორ უნდა დაიკლონ თინეიჯერებმა წონაში ისე, რომ საზიანო არ იყოს მათი ჯანმრთელობისთვის?  

- დიეტის დაცვა ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია. ერთი კონკრეტული დიეტის რჩევა  ნებისმიერი ასაკისთვის რთულია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საკითხი თინეიჯერებს ეხება. ჯანსაღი, სწორი დაბალანსებული კვება - ეს არის განმსაზღვრელი, რაც აერთიანებს ყველა ასაკობრივი ჭრილის ადამიანს. დიეტის დანიშვნა თვითნებურად, მეგობრის რჩევით არასწორია, აუცილებლობის შემთხვევაში ის ექიმთან უნდა იყოს შეთანხმებული. თინეიჯერების შემთხვევაში გასათვალისწინებელია მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა და მათი ფიზიკური აქტივობა. შესაძლოა მოზარდებს არ უყვართ რძის პროდუქტები, თუმცა ამ ასაკში რძის პროდუქტების გარკვეული რაოდენობის მირთმევა სავალდებულოა.

როდესაც ჩვენ ჯანსაღ კვებაზე და მით უმეტეს, სიმსუქნეზე ვსაუბრობთ, რამდენიმე საკითხი უნდა გავითვალისწინოთ:

  • მოზარდებმა მაქსიმალურად უნდა შეზღუდონ ცომეული პროდუქტის მიღება. კვირაში მაქსიმუმ ორჯერ შეიძლება მიმართონ სწრაფი კვების ობიექტებს. ძალიან მნიშვნელოვანია, ჰიგიენის, საკვების მომზადების წესისა  და რა თქმა უნდა,  პროდუქტის ხარისხის გათვალისწინება;
  • მნიშვნელოვანი შეზღუდვა ტკბილეულსაც შეეხება. მაქსიმალურად უნდა შემცირდეს იმ პროდუქტების მირთმევა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის არასასურველ დანამატებს შეიცავს და სასარგებლო არ არის მოზარდის ჯანმრთელობისთვის. რეკომენდებული არ არის შაქრის შემცველი პროდუქტის ხშირად მირთმევა;
  • ბურღულეულის მოხმარება ყოველდღიურ მენიუში შესაძლებელია გარკვეული დოზით.

თუ თინეიჯერებს სურთ ჯანსაღად კვება, სასურველია ულუფა იყოს შემდეგნაირად განაწილებული:

ულუფის 1/4 ხილი, 1/4 ბოსტნეული, 1/4 რძის პროდუქტი, ხორცეული, თევზი, კვერცხი და 1/4 ბურღულეული (მაკარონი, წიწიბურა და აშ.)

- როგორ უნდა იკვებოს მოზარდმა დღის განმავლობაში?

- დღის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვების რეჟიმის შენარჩუნება. სავალდებულოა ჯანსაღი საუზმის მირთმევა. კვლევები ადასტურებს, რომ თუ ბავშვი მიირთმევს ჯანსაღ საუზმეს, ის დღის განმავლობაში სტაბილურ, დადებით განწყობასა და ენერგიას ინარჩუნებს. სადილის დროს ჯანსაღ კვებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აუცილებელია ცხიმიანი და ჯანსაღი პროდუქტის ზომიერი ულუფებით მიღება.

- რაც შეეხება სასმელს, რომელი სასმლის მიღებაა რეკომენდებული თინეიჯერებისთვის?

- ყველაზე სასურველი სასმელი წყალია. მოზარდებს ვურჩევ, მიირთვან ცოცხალი ხილისგან დამზადებული სასმელი(დოზირებულად), თუმცა არ არის სასურველი შაქრით დამტკბარი წვენის მირთმევა. მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს გაზიანი და ენერგეტიკული სასმელი. სასკოლო ასაკის ბავშვებს ვურჩევ დაბალი ცხიმის მქონე რძის მირთმევასაც.

- დიეტის დაცვის დროს, გასათვალისწინებელია თუ არა მოზარდის სქესი?

- გოგონებსა და ბიჭებს შორის დიეტის თვალსაზრისით უმნიშვნელო განსხვავება არსებობს - კალორაჟის მიხედვით, თუმცა თუ ჩვენ წონისა და სიმაღლის ინდექსის განსაზღვრა გვინდა, გასათვალისწინებელია მოზარდის ფიზიკური აქტივობის განსაზღვრაც. ზოგადად, ითვლება, რონ ბიჭებში უფრო მეტი კალორაჟის პროდუქტის მიღებაა შესაძლებელი, ვიდრე გოგონებში, თუმცა ფიზიკური აქტივობა ამ შემთხვევაშიც უნდა გავითვალისწინოთ, რამდენ პროდუქტს ღებულობს მოზარდი და რამდენად ხდება მისი ფიზიკური აქტივობით გამოყენება.

არასასურველია ღამის საათებში საკვების მირთმევა, კომპიუტერისა და ტელევიზორის ყურების დროს შესაძლოა იმაზე მეტი საკვები მივირთვათ, ვიდრე საჭიროა.

ჯანსაღი კვების კულტურა როგორც ცხოვრების წესი, სიცოცხლის პირველივე დღეებიდან უნდა გამოუმუშავდეს ბავშვს და გაგრძელდეს მთელი ცხოვრების მანძილზე. შესაბამისად, ასაკობრივი ჭრილის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ, ბავშვები არ იბადებიან კარტოფილი ფრისა  და პიცის სიყვარულისთვის, ბროკოლისა და სტაფილოს  უპატივცემულობისთვის...

და ბოლოს, თინეიჯერებს მინდა ვურჩიო:

  • სახლში კვება სასურველია ოჯახის წევრებთან ერთად და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კომპიუტერთან, ტელეფონთან;
  • თინეიჯერობის ასაკში სხვადასხვა დიეტების დაცვა დიდი პრობლემაა. გასათვალისწინებელია კალციუმისა და რკინის მნიშვნელობა. შესაბამისად, ჯანსაღი პროდუქტის მიღება აუცილებელია;
  • ამერიკელი მეცნიერებისა და არა მხოლოდ მათი რეკომენდაციით, შაქრის მიღება ბავშვებს შეუძლიათ დღეში მხოლოდ 3 ჩაის კოვზი (12 გრამი) მაგალითისთვის, 200გრ. ანუ ერთი ჭიქა ტკბილი სასმელი  შეიცავს 12 უნციას - შეიცავს 10 ჩაის კოვზს ანუ 40 გრ. შაქარს, რაც საგანგაშოა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება