არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლე თეკლა ტყაბლაძე ერთკვირიან მწვანე ბანაკში მონაწილეობდა
03-09-2019
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-12 კლასის მოსწავლე თეკლა ტყაბლაძე, ევროკავშირისა და New World Program-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების - „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და „საქართველოს WaSH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივა” ფარგლებში, CENN-ის მიერ მოწყობილ ერთკვირიან მწვანე ბანაკში მონაწილეობდა.
მწვანე ბანაკში ახალგაზრდა ლიდერებისა და ინოვატორებისათვის მოეწყო შემეცნებით-გასართობი გარემო, რომელიც მიზნად ისახავდა მდგრადი განვითარების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ახალგაზრდების განვითარებისათვის.
მწვანე ბანაკის მსვლელობის განმავლობაში დაგეგმილი იყო, როგორც საინფორმაციო და შემეცნებითი, ისე გასვლითი საველე ლაშქრობები და საკვლევი სამუშაოები.
ბანაკის მსვლელობის განმავლობაში, მოსწავლეები გაეცნენ საკითხებს წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე (WaSH), შეხვდნენ ექსპერტებსა და ეროვნული და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებს.