მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სწავლის დაწყების პირველ თვეებში ბევრი ბავშვის, განსაკუთრებით კი მათი, რომლებიც სკოლას იცვლიან, მიზანია თავდაჯერებულ თანაკლასელად იქცნენ. ამასთან, სწავლის შედეგებიც კი პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კომფორტულია მოსწავლისთვის კოლექტივში. მოგითხრობთ როგორ დაეხმაროთ ბავშვს მეგობრების მოძებნაში.
ყველას ეშინია იყოს სკოლაში ახალი
კლასში ახალის როლი გამოწვევაა - იგი მოქმედებს ბავშვის ემოციებსა და გონებაზე და ხანდახან ბედსაც კი ცვლის. ამასთან, არის საინტერესო და ამაღელვებელი. ეს როლი ითვალისწინებს შინაგან ზრდას და განვითარებას, მაგრამ გარკვეული ძალისხმევის ხარჯზე. ბავშვი განიცდის ათასი რამის გამო: არავის რომ არ მოეწონოს? რომ ვერ შეამჩნიონ? მას რომ არ მოეწონოს თანაკლასელები? რომ დასცინონ? და ა.შ.
ბავშვზე მეტად ეშინიათ მშობლებს - მათთვის ყველაზე ძვირფასი მიდის იქ სადაც შესაძლოა აწყენინონ, სადაც მხარს არავინ დაუჭერს და სადაც მის გვერდით ვერ იქნებიან. მაგრამ გახსოვდეთ, ადამიანებთან ურთიერთობის აწყობის სწავლა ისევე შესაძლებელია, როგორც მათემატიკის და ველოსიპედის მართვის, ამიტომ მშობლებს შვილის დახმარება ამ შემთხვევაშიც შეუძლიათ.
როგორ შეუძლიათ მშობლებს დახმარება
პირველი, რაც მშობლებმა უნდა გააკეთონ - უნდა დამშვიდდნენ. ბავშვები უფროსების შფოთვას გრძნობენ, ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვმა დაინახოს, რომ მშობლებს მისი სჯერათ და იციან რომ ყველაფერი გამოუვა.
შემდეგი ნაბიჯი - ურჩიეთ ბავშვს დაფიქრდეს - მისმა რა თვისებებმა შესაძლოა მიიზიდოს სხვები. ეს შესაძლოა იყოს მახვილგონიერება, სამართლიანობა, ფეხბურთის თამაშის უნარი და ა.შ. მაგრამ ყველას აქვს ის, რასაც შეუძლია ურთიერთობების დალაგებაში ხელი შეუშალოს. შესაძლოა ეს იყოს კატეგორიულობა? ან მორცხვობა? ძალიან მახვილი ენა? ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევით - ბავშვს ეცოდინება, რა უშლის ხელს მეგობრების მოძებნაში და სიძნელეებს უკეთ გაუმკლავდება. ამასთან, არ უკარნახოთ ბავშვს არაფერი, იმ შემთხვევაშიც კი თუ მტკიცედ ხართ დარწმუნებული, რომ მის შესახებ ყველაფერი იცით. ადამიანმა თავისი თავი თავად უნდა შეისწავლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დამხმარის ნაცვლად შემფასებლად იქცევით.
მას შემდეგ რაც ბავშვი ჩაატარებს კვლევას იმის შესახებ თუ როგორი მეგობარია, ძალა და შემართება შემატეთ. ნებისმიერი ურთიერთობის დასაწყისში მნიშვნელოვანია იყოს გულღია, თავაზიანი, ღიმილიანი. ყველაფერი ეს კი მარტივად მოდის თავდაჯერებულობის შემთხვევაში და პირიქით ქრება შფოთვისა და შიშის დროს.
ბავშვისთვის თავდაჯერებულობის ამაღლების მარტივი ხერხი არსებობს: შესთავაზეთ იფიქროს გმირზე (ის შესაძლოა იყოს როგორც ფილმის ან წიგნის პერსონაჟი, ისე ბაბუა ან უფროსი ძმა ან და) რომლითაც აღფრთოვანებულია და საჭირო დროს წარმოიდგინოს, რას გააკეთებდა ის მის ადგილას.
როდესაც მისი თავდაჯერებულობა გაიზარდა, შესაძლებელია კონკრეტულ პრაქტიკულ რეკომენდაციებზე გადასვლა.
7 რჩევა მოსწავლისთვის, თუ როგორ შეიძინოს მეგობრები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა