მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბავშვს დაბადებიდან აქვს თეთრეულთან კონტაქტი. ამიტომ, პატარას სარეცხის რეცხვა საპასუხისმგებლო საქმეა. როგორ უნდა გავრეცხოთ ბავშვის თეთრეული? - ამაზე ხომ ჩვენი პატარას ჯანმრთელობაა დამოკიდებული. თეთრეულის გარეცხვას გარკვეული წესების ცოდნა სჭირდება. ამ სტატიაში კი სწორედ ამ წესებზე ვისაუბრებთ:
თეთრეულის რეცხვა
თეთრეულის სისუფთავეს დიდი მნიშვნელობა აქვს პატარას ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, კვირაში მინიმუმ ორჯერ აუცილებლად გარეცხეთ თეთრეული. ჩვილი ბავშვის თეთრეულის გარეცხვისას მეტი სიფრთხილე გმართებთ. ამიტომ, დალაქავებული სარეცხი ჯერ წყალში უნდა დაალბოთ და შემდეგ 80-90 გრადუსზე გარეცხეთ.
სარეცხი საშუალებები
ყურადღება მიაქციეთ სარეცხ საშუალებებს, რადგან თანამედროვე სარეცხი ფხვნილები ქიმიურ დანამატებს შეიცავს, რომლებიც ალერგიას იწვევს. ამიტომ, გამოიყენეთ ანტიალერგიული სარეცხის საშუალებები.
სარეცხის მანქანა
რაც შეეხება სარეცხ მანქანას, ყველა თეთრეულს ეტიკეტზე გააჩნია რეცხვის გრადუსი (მაგალითად, 60°), ამიტომ, ეცადეთ ყურადღება მიქციოთ გრადუსს, რადგან თეთრეულის მაღალ ტემპერატურაზე გარეცხვამ შესაძლოა ქსოვილი დააზიანოს.
თეთრეულის გაშრობა
როდესაც სარეცხი მანქანა თეთრეულის გაწურვას მორჩება, გააშრეთ საბანი ჰაერზე, რადგან სუფთა ჰაერი ხელს უშლის ბაქტერიების წარმოქმნას.
ლაქების მოშორება
თეთრეულის ლაქების მოსაშორებლად გამოიყენეთ ძმარი, რადგან ის ქსოვილში ჩამჯდარ ლაქებს კარგად აშორებს და არბილებს მას. ცხიმის ლაქების მოშორება პურის გულითაც შესაძლებელია.
დაუთოება
არ დაგავიწყდეთ თეთრეულის დაუთოება, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანია ბაქტერიების მოსაცილებლად.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ