სიახლეები
სამასწავლებლო

გორის N2 საჯარო სკოლის 20-მა მოსწავლემ ეროვნულ გამოცდებზე დაფინანსება მოიპოვა - ინტერვიუ დირექტორთან
04-09-2019
-
+


2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 28 740-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. სახელმწიფო გრანტის მოპოვება 6 546-მა აბიტურიენტმა შეძლო. მათგან 1011 უმაღლეს სასწავლებლებში 100%-იანი გრანტით ისწავლის.

ETALONI.GE იმ სკოლის დირექტორს ესაუბრა, რომლის მოსწავლეების სწავლის დონე და აკადემიური მოსწრების ხარისხი იმდენად მაღალია, რომ სკოლის 64 მოსწავლიდან 51 მოსწავლე ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში. სკოლის 20-მა მოსწავლემ დაფინანსების მოიპოვება შეძლო, მათგან 4-მა - 100%-იანი, 5-მა - 70%-იანი, 11-მა კი 50%-იანი გრანტი მოიპოვა.

ჩვენი რესპოდენტი გორის N2 საჯარო სკოლის დირექტორი - გიორგი ბერძენიშვილია.

- მიამბეთ თქვენი სკოლის შესახებ, რამდენი წელია, რაც გორის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ბრძანდებით?

- 14 წელია, რაც გორის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ვარ. სკოლაში 847 მოსწავლე სწავლობს, თუმცა მილენიუმის პროექტის მიხედვით, სკოლის სიმძლავრე 672 მოსწავლეზეა გათვლილი.

- როგორ ფიქრობთ, ვისი დამსახურებაა მოსწავლეთა  წარმატებები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე?

- ჩვენი სკოლა ისეთ ცოდნას აძლევს თითოეულ მოსწავლეს, რომ მათი წარმატება გასაკვირი არავისთვისაა, თუმცა ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ რეპეტიტორებთან სიარული მოდაში შემოვიდა.

- როგორი მოსწავლეები იყვნენ სკოლაში  ის აბიტურიენტები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგები აჩვენეს?

- მოსწავლეები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი დაფინანსება მოიპოვეს, ძალიან წარმატებული მოსწავლეები იყვნენ, კარგი სწავლისთვის მიღებული აქვთ ოქროს მედლები და საჩუქრად კომპიუტერებიც დაიმსახურეს.

- რა საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობენ გორის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები?

- 2 წლის წინ ჩვენმა მოსწავლემ „ეტალონში“ გაიმარჯვა. გასულ წელს კი ჩვენი სკოლის მოსწავლემ „ეტალონის“ მესამე ადგილზე გასვლა შეძლო.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ჩვენი სკოლის მოსწავლეები  ჩართულები არიან არაფორმალურ განათლებაში. სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებით მოსწავლეები იმყოფებოდნენ გერმანიაში, პოლონეთში, ბაქოში...კიდევ ბევრი საინტერესო გაცვლითი პროგრამები გვაქვს დაგეგმილი.

- ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების მოსამზადებლად თუ ახორციელებს სკოლა სპეციალურ პროგრამებს?

- ჩვენი სკოლის პედაგოგები ყოველთვის მზად არიან, დაეხმარონ მოსწავლეებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად, თუმცა სკოლაში სპეციალური პროგრამები მათ სამეცადინოთ ნამდვილად არ არსებობს.

- თქვენი სკოლის პედაგოგებზეც მიამბეთ...

- ჩვენს სკოლაში ძალიან ძლიერი და მცოდნე პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც დიდი მოტივაციით ცდილობენ, მოსწავლეებს საფუძვლიანი განათლება მისცენ. სკოლის 48 პედაგოგიდან 30 უფროსი მასწავლებელია, 10 პედაგოგი კი უფროსი მასწავლებლის სტატუსზეა წარდგენილი. წელს 6 ახალი პედაგოგი დაგვემატება და ვფიქრობ, საკმაოდ კომპეტენტური და მოტივირებული ახალგაზრდა პედაგოგები გვეყოლება. მათი წვლილი მოსწავლეთა წარმატებებში კი ყოველთვის მნიშვნელოვანია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება