მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პარლამენტში დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საუბრისას განაცხადა, სკოლის ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ის ბიუჯეტი, რომელიც განათლების კუთხით ყოველწლიურად იზრდება, მიმართული იქნება როგორც მასწავლებლების პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
„განათლების რეფორმის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა: აშენდა 27 ახალი სკოლა, აქედან 2 თბილისში, 25 რეგიონში. დასრულდა 141 სკოლის რეაბილიტაცია. 884 სკოლას მივეცით ფინანსური რესურსი, რომლითაც თავად იზრუნებს სკოლის საჭიროებებზე, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა რჩება. ჩვენი გათვლებით, რომელიც უკვე დეტალურად შემუშავებული გვაქვს, ყოველწლიური ბიუჯეტის ზრდის პირობებში, სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას. ეს ნიშნავს რომ ჩვენი სკოლები უზრუნველყოფილი იქნება დასავლური სტანდარტების შესაბამისად, აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით და ყველა იმ ლაბორატორიით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლებას“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა გამოსვლისას.
მან ასევე მანდატურის სამსახურზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2019 წლისთვის მანდატურის სამსახური სკოლების 80% დაფარავს.
„2019 წელს დაემატება 130 სკოლა, სადაც უზრუნველვყოფთ მანდატურის სამსახურის ფუნქციონირებას. დღევანდელი მონაცემებით, სკოლების 80% გადაფარული გვექნება, სადაც მანდატურის სამსახური ფუნქციონირებს. ეს მომავალ წელსაც გასაგრძელებელი პროცესია. ვფიქრობთ, რომ მომავალ წელსაც დავამატებთ მანდატურებს დაახლოებით 130 სკოლაში და სკოლების 85% გვექნება გადაფარული. დანარჩენ სკოლებში, სადაც მანდატურის სამსახურები არ არის წარმოდგენილი, მოხვდა 550 სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვების უსაფრთხოებასა და მათ გადამზადებაზე“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
მინისტრობის კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ შემოდგომიდან სიახლეები იქნება პროფესიული განათლების მიმართულებითაც.
„პროფესიული განათლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შემოდგომაზე ამ მიმართულებითაც გვექნება ძალიან ბევრი სიახლე. ჩვენი მიზანი სამ ძირითად კომპონენტზე დგას, პირველი, ეს არის ხელმისაწვდომობა. 27 მუნიციპალიტეტში არის წარმოდგენილი ჩვენი პროფესიული სასწავლებლები, ჩვენ წელს ვამატებთ რვას, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს კიდევ, რომ ყველა მუნიციპალიტეტი იყოს მოცული“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
პარლამენტმა დღეს ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დაიწყო, რომელიც 8 სექტემბერს კენჭისყრით დასრულდება. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიმდინარე წლის 2 სექტემბერს განაცხადა, 3 სექტემბერს კი მთავრობის მეთაურობის ახალ კანდიდატად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დასახელდა. პრემიერ-მინისტრის გადადგომით გადაყენებულად ითვლება მინისტრთა კაბინეტი. შესაბამისად, პარლამენტმა უნდა მოუსმინოს მთავრობის ახალ შემადგენლობას, მოისმინოს მათი სტრატეგია და კენჭი უყაროს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები განათლებაში - რესურსცენტრების ხელმძღვანელებისა და სკოლის დირექტორების კონკურსი, ცვლილება ეროვნულების პროგრამაში...
სანტა კლაუსი გამოცხადდეს უცხოეთის აგენტად - რუსეთსა და ბელარუსში იკრძალება სანტა კლაუსი და საშობაო, ინლისურენოვანი სიმღერები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა სიამაყით გვაცნობს მეთორმეტეკლასელებს, რომლებსაც წლის ბოლოს, ცხოვრების ახალ ასპარესზე დაულოცავენ გზას
ძველ ბერძნულ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა იმპერიის სიდიადე წარმოაჩინეს, სასკოლო საზოგადოებას მისი კულტურა და ისტორია გააცნეს
მოსწავლეების შემოქმედებითი უნარებითა და საშემსრულებლო ოსტატობით აუდიტორია სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა და მათ მხურვალე ტაში დაუკრა
სანტასთვის სურვილების სიის შედგენა და შემდეგ წერილის მიწერა საახალწლო პერიოდის განუყოფელი ნაწილია